რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.
წინასაარჩევნოდ, ხელისუფლება ყოველდღე ხსნის რომელიმე ახალ ობიექტს და ამომრჩეველს თავს აწონებს იმით, რისი მოწყობაც სახელმწიფო ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა.
უფასო კვება, ევროპული განათლება, შინ სწავლა, პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი სკოლა - ესაა არჩევნების მონაწილე პოლიტიკური პარტიების ძირითადი დაპირებები.
26 ოქტომბრის არჩევნებზე ბევრი რამ ხდება პირველად. გარდა იმისა, რომ არჩევნები ელექტრონულია, ის ჩატარდება გამსხვილებულ უბნებზე, სადაც ათასობით ამომრჩეველი შეიძლება იყოს რეგისტრირებული.
2023 წლის მონაცემებით, საქართველოში ჯამში 637-მა ადამიანმა სცადა თვითმკვლელობა. საშუალოდ ეს დღეში ორი ადამიანია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის 1.8%-ს პროცენტს ბოლო 12 თვის განმავლობაში უფიქრია თავის მოკვლაზე.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ტარდება. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების ეს ფორმა უფრო დაცულად მიიჩნევა, მაინც რჩება საფრთხეები?
ხაშურში ფარნავაზ მეფის ქუჩაზე 70-მდე სახლია. ეს არც ცენტრალური ქუჩაა და არც - ორღობე, დგას საავადმყოფო და ორიოდე მაღაზიაც. სახლები ძირითადად საბჭოთა კავშირის დროს არის აშენებული. ზოგი უკვე მიტოვებული და გავერანებულია.
თბილისი იმ იშვიათ ქალაქებს შორისაა, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში დედაქალაქის სტატუსს ინარჩუნებენ. ის ბევრჯერ დაიპყრეს და დაანგრიეს. რამდენჯერმე გადაწვეს კიდეც.
იმ მიწისქვეშა გადასასვლელის ჯებირი, რომელშიც ტურისტი არინა გლაზუნოვა ჩავარდა და დაიღუპა, მხოლოდ 30 სანტიმეტრია. ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების გამო გამოძიება დაიწყო. მოხდა თუ არა უბედური შემთხვევა უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო და თუ კი, ვინ არის პასუხისმგებელი?
გივი, გიგუშა შაჰნაზარი - ერთ-ერთი უკანასკნელი ძველი თაობის ლიტერატორებიდან - 23 სექტემბერს 91 წლისა გარდაიცვალა. იგი თარგმნიდა პოეზიას სხვადასხვა ენიდან, ძირითადად, სომხურიდან და რუსულიდან.
2024 წლის 5 იანვარი - გამხდარი კაცი, კისერზე შემოხვეული ნაძვის ხის წვიმით ხალხს მიმართავს. ახალი წლის დღეებია, უკრაინაში ომი მიდის.
2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებზეა დამოკიდებული ისიც, ვინ იქნება საქართველოს მომავალი პრეზიდენტი. პირველად ახალ პრეზიდენტს ხალხი აღარ აირჩევს.
სამხარაულის, ასევე სოხუმის ლაბორატორიებში 300-ზე მეტი ყუთი ინახება, საიდენტიფიკაციო კოდებით. ყუთებში ცხედრებია, უფრო სწორად ის, რაც ამ ცხედრებისგან წლებმა დატოვა.
1924 წლის ოქტომბრის ბოლოს, 36 წლის ქაქუცა ჩოლოყაშვილი საქართველოდან ჯერ თურქეთში, შემდეგ კი საფრანგეთში წავიდა და სამშობლოში ცოცხალი ვეღარ დაბრუნდა. საქართველოში დატოვა ახალგაზრდა ცოლი ნინო მეღვინეთუხუცესი და ორი შვილი, თამარი და ქეთევანი.
28 აგვისტოს 100 წელი სრულდება 1924 წლის აჯანყებიდან, როდესაც ხალხი საბჭოთა იმპერიისგან გათავისუფლების მიზნით მთელ საქართველოში ამბოხდა.
წლებია, გამომცემლობები უშედეგოდ იბრძვიან, გაყიდვიდან ამოიღონ წიგნის ბაზარზე გავრცელებული ყალბი ასლები. რამდენ ფულს კარგავენ გაყალბებული [კონტრაფაქციული] წიგნების გამო, გამომცემლები თავადაც ვერ ითვლიან, ეჭვი აქვთ, რომ უკვე - მილიონებს.
1924 წლის დიდი აჯანყების შემდეგ, ბოლშევიკებმა ასობით ადამიანი დახვრიტეს და ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ საქართველოს დაღუპულები დაევიწყებინა.
უახლესი ისტორიის მანძილზე 22 ივლისი მსოფლიოში ყველაზე ცხელი დღე იყო. ზოგადად მთელი წელი უფრო თბილი იყო შარშანდელზე, რაც კლიმატის ცვლილების კატასტროფულ შედეგებზე მიანიშნებს.
ჩამოტვირთე მეტი