რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.
17 ივნისს, ზუსტად ერთი თვის თავზე, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღიდან, „ქვიარ დების გარბენი“ გაიმართა ლისის ტბაზე. ლგბტქი თემის წარმომადგენლებმა და მათმა მხარდამჭერებმა ჰომოფობიის, ძალადობისა და სიძულვილის წინააღმდეგ მარათონი მოაწყვეს.
“იყო ერთი გოგო” - გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ინიციატივით გამოიცა კრებული, რომელშიც თავმოყრილია ზღაპრები იმ ქალებზე, რომლებმაც საქართველოს ისტორიასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში საკუთარი კვალი დატოვეს.
ზუგდიდში დევნილებმა საპროტესტო აქცია გამართეს და ახალი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილება მოითხოვეს.
3 წელი გავიდა 2015 წლის 13 ივნისის თბილისის სტიქიის შემდეგ. ადიდებულმა მდინარე ვერემ გვერდიგვერდ დააყენა ათასობით ახალგაზრდა, რომლებიც დღეს ამბობენ, რომ 13 ივნისის ტრაგედიამ სამოქალაქო აქტივიზმს ჩაუყარა საფუძველი.
3 საათზე მეტხანს გაგრძელდა პოლიტსაბჭოს სხდომა „ქართული ოცნების“ სათავო ოფისში. სხდომის მონაწილეთა თქმით, საკადრო ცვლილებებზე არ უსაუბრიათ. დეპუტატების განცხადებით, მათ განიხილეს იუნისეფის მიერ გამოქვეყნებული კვლევა, რომელიც სიღარიბის დონეს შეეხება.
დღის განმავლობაში დაკავებული თბილისის საკრებულოს წევრები საღამოს აქციაზე მივიდნენ. საკრებულოს წევრმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ შსს-მ აქციის წევრების კუთვნილი მიკროავტობუსი გაიტაცა. ხაბეიშვილი მიკროავტობუსის დაბრუნებას ითხოვს.
ნატო, ევროკავშირი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, საქართველოში აკრედიტებული საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები სირიის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების დარღვევად აფასებენ და მხარდაჭერას უცხადებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
ევროკავშირის 25 მაისს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ მიღებული რეგულაციები რუსული დეზინფორმაციის სამიზნე გახდა. ქართული საიტები რუსულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ ტურისტების ფოტოებში უცხო ადამიანები მათი ნებართვის გარეშე აღარ უნდა მოხვდნენ.
ქვეყანაში არსებული საპოლიციო რეჟიმის ნიშნები, სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე და პოსტსაბჭოთა სახელისუფლო სისტემის შეცვლის აუცილებლობა - ეს სამი გზავნილი მიიტანეს 24 მაისს შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე მისულმა ახალგაზრდებმა.
ჯაველინის (Javelin) სისტემის ამერიკული ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები უკრაინაში 22 მაისს გამოსცადეს. აშშ-ისგან ამ შეიარაღების მიღება კიევმა 2018 წლის აპრილში დაადასტურა. საქართველომ ამერიკისგან უფრო ადრე მიიღო Javelin-ის სისტემის კომპლექსები.
ერთობლივად ვმუშაობთ საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის კომიტეტში გამოსვლისას.
სპორტსმენებმა ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის სამუშაო ოთახიდან სავარძელი გაიტანეს, ნაგვის ურნასთან დატოვეს და კაბინეტის კარი ფიცრებით აჭედეს.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 18 მაისს გამოაქვეყნა ანგარიში, ძირითადი დემოგრაფიული მონაცემების გადაანგარიშების შესახებ, რომლის თანახმად, 1994-2017 წლების პერიოდში საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა კლების ტენდენციით ხასიათდება.
17 მაისს საზოგადოების ნაწილმა აღნიშნა ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღე. ხატებით მსვლელობა დაიწყო ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიიდან.
არის ნამდვილად ჩვენი მხრიდან უყურადღებობა, რომ ეს გაიპარა და ჩვენ ვერ მივაქციეთ ამას ყურადღება. მოგეხსენებათ, რომ სამხატვრო ხელმძღვანელი არც ქართველია, არც რუსია და მას ამ პოლიტიკური კონტექსტის აღქმა არ ქონდა ისე მწვავედ და ჩათვალა, რომ არტისტისთვის შეიძლება იყოს ძალიან კარგი.
17 მაისს თბილისში ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობა იხსნება. გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე ხელოვანების ნაწილმა უარი თქვა მასში მონაწილეობაზე. მიზეზი ფესტივალის ერთ-ერთი პრიზი - მოსკოვის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (MoMa) პერსონალური გამოფენის მოწყობა გახდა.
გოგნის წმინდა გიორგის სალოცავზე გიორგობას ათასობით ადამიანი იკრიბება. აქ ასეთი ტრადიციაა: მომლოცველები მამლით ხელში მოდიან და მას სალოცავის სახურავზე აბინავებენ. რეპორტაჟი თერჯოლის რაიონის სოფელ გოგნიდან, სადაც „მამლების სახურავიანი“ სალოცავია.
7 მაისიდან ძალაში შედის ეროვნული ბანკის რეგულაციები, რომელმაც ჭარბვალიანობა უნდა შეამციროს. ბანკებს კრედიტის გაცემამდე მოუწევთ მოქალაქის ფინანსური მდგომარეობის სრულფასოვნად გაანალიზება. რა ინფორმაციას მოგთხოვენ და რა უნდა იცოდეთ, სანამ ბანკში კრედიტის ასაღებად მიხვალთ,
ჩამოტვირთე მეტი