რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.
მარანი და საცეხველი, რომლებიც ამირან მალაყმაძის ეზოშია, გადმოცემით,10 საუკუნეს ითვლის. UNDP - ის დახმარებით ამირან მალაყმაძემ წინაპრების მარანში ქვევრები ჩადგა და ამჯერად ქვევრისა და ბოთლის ღვინოს აწარმოებს. მისი მარანი ტურისტულ მარშრუტშიც ჩართეს.
რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, რუსულ დეზინფორმაციას მიზანში აქვს ამოღებული ის წარმატებული პროგრამები, რომლებსაც ლაბორატორია ახორციელებს.
აჭარაში, მაჭახელას ხეობაში, წელს ტყუპი ჩანჩქერის მარშრუტი დაამატეს. ჩანჩქერამდე მისასვლელი გზა სამანქანოა. თუმცა, სამასამდე მეტრი მაინც ფეხითა არის გასავლელი. ჩანჩქერების სიმაღლე 47 მეტრია.
26 სექტემბერს პოლიციელებმა ზაზა სარალიძეს კარავი, ბალიშები, პლედები და სხვა საგნები იმ დროს ჩამოართვეს, როდესაც ის ავტომობილით გადაადგილდებოდა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობისკენ, სადაც 10 სექტემბრიდან შვილმოკლული მამების აქცია იმართება.
აჭარაში სიმინდის მოსავალს დათვებისგან ელექტრონული ღობეებით იცავენ. ნაკვეთების შემოღობვაში გლეხებს გაეროს განვითარების პროგრამა და გლობალური გარემოსდავცვითი ფონდი დაეხმარათ.
ცოტამ თუ იცის, რომ ფრინველი, სახელად ფასკუნჯი, რეალურ ცხოვრებაშიც არსებობს. ის ფართოდაა გავრცელებული და თბილისის ზოოპარკშიც ჰყავთ.
რა მოვუხერხოთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას? - დაახლოებით ასეთი იყო შინაარსი იმ საკომიტეტო განხილვისა, რომელზეც შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა მარიხუანის მოხმარებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები წარადგინა.
13 სექტემბერს ბათუმში ანაკლიის პორტის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. საერთაშორისო ფორუმის მონაწილეებს და სტუმრებს პროექტი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა წარუდგინა. ღრმაწყლოვან პორტში საზღვაო სამშენებლო სამუშაოები იწყება.
ბექა წიქარიშვილი მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ წევრი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ დღეს საქართველოში მოქმედი ნარკოპოლიტიკისთვის მარიხუანის მოხმარების ლეგალიზება არ არის მთავარი გამოწვევა
ბექა წიქარიშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ დღეს საქართველოში მოქმედი ნარკოპოლიტიკისთვის მარიხუანის მოხმარების ლეგალიზება არ არის მთავარი გამოწვევა და პრობლემა გაცილებით დიდია.
უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახები თბილისის მერიას მემორიალის გახსნას სთხოვენ. მათი თქმით, ეს იქნება ადგილი, სადაც დაკარგულთა ახლობლებს შეხვედრისა და მათთვის პატივის მიგების საშულება მიეცემათ.
რუსთავის ტერიტორიაზე განაშენიანებული შავი ფიჭვის ყველა ხეს სოკოვანი დაავადება აღენიშნება. მათი გადარჩენის მიზნით, რუსთავის „სერვის ცენტრმა“, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს რეგიონალურ სამსახურთან ერთად, 4 სექტემბერს, გამთენიისას, დაავადებული ხეების შეწამვლა დაიწყო.
ახალი სასწავლო წლისთვის სკოლებში უსაფრთხოების კუთხით ცვლილებები იგეგმება. იზრდება მოთხოვნა მანდატურების მიმართ და ასევე მათი უფლებამოვალეობები.
ნარგიზა ქვათელაძემ აფხაზეთის ომის დროს ოჯახის შვიდი წევრი უგზო-უკვლოდ დაკარგა. ისინი სვანეთში ჩამოვარდნილ ვერტმფრენს შეეწირნენ. დღემდე ვერ მოხერხდა დაღუპულთა ნეშტების მოძიება. „წითელი ჯვრის“ მონაცემებით, სამი ომის შედეგად საქართველოში სულ 2 400-ზე მეტი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
მონეტა, სახელწოდებით „ქართული წიგნი“, ეროვნულმა ბანკმა მოჭრა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობასთან დაკავშირებით, სადაც წელს საქართველო საპატიო სტუმრად არის წარმოდგენილი. მონეტა ხუთლარიანია და მასზე ლუკა მახარობელია გამოსახული.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ შავი ზღვის უნივერსიტეტს სტუდენტების მიღების უფლება ერთი წლის ვადით, 2019 წლის 20 აგვისტომდე, შეუზღუდა.
გაეროს ბავშვთა ფონდის ბოლო კვლევაში, რომელიც ქუჩაში მომუშავე და მცხოვრებ ბავშვებს ეხებოდა, სხვა ბევრ პრობლემასთან ერთად, საუბარია ბავშვებზე, რომლებიც ქუჩაში ცხოვრებისას კრიმინალურ დაჯგუფებებს ქმნიან. მათ აქვთ თავიანთი ქცევის კოდექსი, ჰყავთ ლიდერი, ისევ არასრულწლოვანი, რომელიც ზედამხედველობს.
მაია მგელიაშვილი ამბობს, რომ ქუჩაში გამოსული ბავშვის რეაბილიტაცია ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ამის პრევენცია. მისი თქმით, თუ ქვეყანაში არ ამოქმედდა ოჯახის მხარდამჭერი და პრევენციული მექანიზმები, ასეთი ბავშვები ყოველთვის გვეყოლებიან.
ჩამოტვირთე მეტი