რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.
რადიო თავისუფლებამ ქართველი პოლიტიკოსების ციტატები „გადააქართულა“. ჩვენ შევარჩიეთ შეცდომების ნიმუშები, რომლებიც პოლიტიკოსთა მეტყველებას ახასიათებს.
ერთმა თქვა, ჯგუფელმა ქორწილში დამპატიჟა და იქ მივდივარო. მეორე რეპეტიტორთან ეგულებოდათ, მესამე - ლექციაზე... მერე ყველა მორგში იპოვეს. ისე იყვნენ დაჩეხილები და დასიებულები, ამოცნობა გაჭირდა.
8 აპრილის მდგომარეობით, ეროვნული ბანკის 16 თანამშრომელს Covid-19 დაუდასტურდა.
უშვებენ თუ არა ახალი კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებთან ახლობლებს? ვინ ზრუნავს მათ კვებაზე? ამ და სხვა დეტალებზე რადიო თავისუფლებასთან ინფექციური პათოლოგიის ცენტრის ექიმმა- ინფექციონისტმა პაატა ვეფხვაძემ ილაპარაკა.
ხელშეკრულებებში ხშირად არის პუნქტი ფორსმაჟორის შესახებ, რომელიც მხარეს ნაკისრი ვალდებულებისგან ათავისუფლებს. რეალურად როდის შეიძლება ამოქმედდეს ფორსმაჟორი, ამას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი შორენა ლოლაძე განმარტავს.
ექსპერტების თქმით, საკარანტინო ზონიდან გამოტანილი პროდუქტი ჰიგიენის ზოგადი ნორმების დაცვით უნდა დასუფთავდეს.
ფოტოგრაფ ირინა აბჟანდაძეს ორი ფოტოგალერეა აქვს: ადამიანის ორგანოები და კოსმოსი, ადამიანის ორგანოები და არქიტექტურა. ავტორის თქმით, რთულია განასხვაო ამ ფოტოებზე მარსია აღბეჭდილი თუ ადამიანის თვალი; ეს ნამუშევრები აჩვენებს თუ როგორ ჰგავს მიკრო და მაკროსამყარო ერთმანეთს.
როგორია დისტანციურ სწავლების პირველი დღეები? რადიო თავისუფლებამ სოციალურ ქსელში ატვირთული ვიდეოგაკვეთილები მოაგროვა.
მართლმადიდებელმა სასულიერო პირებმა თბილისის ცენტრალური ქუჩები ავტომანქანებიდან აკურთხეს. მღვდლები მიიჩნევენ, რომ ეს დაეხმარება ახალი კოროვანირუსის გავრცელების პრევენციას.
თაობებს შორის უთანხმოება, შვილებით უკმაყოფილო მშობლები - ეს პრობლემები რომ მარადიულია, შუმერების ჩანაწერებიდანაც კარგად ჩანს.
მიცვალებულის დაკრძალვის რიტუალი, რომელიც საქართველოში 3-7 დღე გრძელდება, თავშეყრისა და დაავადების გავრცელების შესაძლო კერად მიიჩნევა.
როდესაც ლევან გოთუას წიგნები იწერებოდა, არათუ დაფასება, ცოცხლად გადარჩენაც საქმე იყო. სამჯერ დაპატიმრებულსა და გადასახლებულს თავადაც უკვირდა, ამ ყველაფერს როგორ გავუძელიო.
კონტაგიოზურობის ინდექსი ითვლის თუ რამდენი ადამიანის ინფიცირება მოყვება ინფიცირების ერთი შემთხვევას. ეს ციფრი COVID-19-ის შემთხვევაში 2-დან 2.5-მდე მერყეობს, რაც გრიპთან შედარებით მაღალი მაჩვენებელია.
სვანეთში დარდობენ, რომ ახალგაზრდობა სვანურად აღარ ლაპარაკობს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ეს ტენდენცია თუ გაგრძელდა, სვანური სალაპარაკო ენა დაიკარგება.
ენათმეცნიერების ინსტიტუტის შენობა, რომელიც თბილისში ინგოროყვას N8-ში მდებარეობს, ავარიულ მდგომარეობაშია. იატაკი რომ არ ჩავარდეს, მეცნიერები სამსახურში მორიგეობით დადიან. შენობას ბზარები და ნაპრალები ყოველდღიურად ემატება.
თბილისში, მტკვრისა და ვერეს გარდა, სხვა პატარა მდინარეებიცაა, თუმცა ქალაქი მათ მხოლოდ ნაგვის ჩასაყრელად იყენებს.
ვარკეთილში, „ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე „პარტიზანული მებაღეობის“ აქტივისტებმა და ადგილობრივებმა ერთ ღამეში კიდევ ერთი ბაღი მოაწყვეს. ჩარგეს ნაძვები, დაამონტაჟეს სკამები და საქანელები. აქციის მონაწილეები ეწინააღმდეგებიან „ანას ბაღთან“ წამოწყებულ მშენებლობას.
ჩამოტვირთე მეტი