ვაჟა თავბერიძე არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მისი ინტერვიუები მსოფლიოს პოლიტიკოსებთან, მოქმედ თუ გადამდგარ სამხედროებთან, ექსპერტებთან შეგიძლიათ ნახოთ აქ.
„ასეთი კანონებით ევროკავშირისკენ მიმავალი გზა ბევრად გრძელი და ქვაღორღიანი ხდება“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას გავლენიანი ამერიკული გამოცემა Politico-ს ევრაზიის მიმომხილველი, ბრიტანელი ჟურნალისტი გაბრიელ გევინი მმართველი პარტიის ახალ კანონპროექტებზე, რომლებიც პარლამენტში დარეგისტრირდა.
როგორია ტერორიზმის მსოფლიო დონის ექსპერტის ვერდიქტი - რა და რატომ მოხდა 22 მარტს, მოსკოვის საკონცერტო დარბაზზე ტერორისტული თავდასხმისას, რომელსაც ოფიციალური მონაცემებით 140-ზე მეტი ადამიანი შეეწირა?
„როდესაც ტრამპი უკრაინას ხედავს, ბრაზი იპყრობს, მისთვის ეს წითელი ნაჭრის აფრიალებასავითაა“.
“ისინი სხვადასხვა დონეზე არიან, სხვადასხვა ასპექტში. მე არ ვამბობ, რომ უკრაინა საქართველოს ყველა ასპექტში უსწრებს, მაგრამ ისინი ინდივიდუალურად ფასდებიან, მათი მხარდაჭერაც ინდივიდუალურად ხდება და გადაწყვეტილებებიც, მათთან დაკავშირებით, ცალ-ცალკე მიიღება. ერთმანეთზე მიბმული არ არიან, არანაირად.”
„თუ ომის საქმე ცუდად წავა და განტევების ვაცის პოვნა გახდება საჭირო, პუტინი იდეალური განტევების ვაცი იქნებოდა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ლენინის, სტალინის, ტროცკისა და ნიკოლოზ მეორის ბიოგრაფი, ბრიტანელი ისტორიკოსი, რობერტ სერვისი. ინტერვიუ პუტინის არჩევნებით დაიწყო, რომელიც 15-17 მარტს ტარდება.
„რუსეთის მთელი პოლიტიკური ელიტა - არა მხოლოდ პუტინი - უკვე ოცი წელია, იმპერიალისტური ციებ-ცხელებითაა შეპყრობილი, ისინი რუსეთის იმპერიის აღდგენას ისტორიული სამართლიანობის აღდგენად მიიჩნევენ... ასე რომ, მოლდოვა და საქართველო ძალიან მოწყვლადები არიან და ასევეა ყაზახეთიც“.
„უყოყმანოდ მივცემდი რეკომენდაციას [აშშ-ის] ადმინისტრაციას, რომ ლოგისტიკის და ტექნიკური მომსახურების პერსონალი გაეგზავნათ დასავლეთ უკრაინაში“, - გვეუბნება ფლორიდის უნივერსიტეტის პროფესორი, ევროპის პოლიტიკის ანალიზის ცენტრის (CEPA) უფროსი მკვლევარი, სამხედრო სტრატეგი და მრჩეველი ალექს ქროუთერი.
„ჩვენთან ვერ წააწყდებით დებატებს, რეალურია თუ არა რუსეთიდან მომავალი საფრთხე - ვიცით, რომ უაღრესად რეალურია, რომ ფრონტთან სხვებზე ახლოს ვართ და შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ“, - ეუბნება შვედი ჟურნალისტი და მწერალი, შვედეთის ომის მეცნიერებათა სამეფო აკადემიის წევრი პატრიკ ოკსანენი რადიო თავისუფლებას.
„პუტინის აზრით, მეორე მსოფლიო ომი არ მოხდებოდა, პოლონეთს რომ არ ემეტიჩრა და გაეაზრებინა საკუთარი ადგილი სამყაროში. და თუ გვინდა, მესამე მსოფლიო ომი თავიდან ავიცილოთ, უკრაინელები როგორმე უნდა დავარწმუნოთ, იმით დაკმაყოფილდნენ, რასაც რუსეთი სთავაზობს“
„არგუმენტი, რომ თითქოსდა ზალუჟნი „გუშინდელი დღის კაცია“, ერთობ არადამაჯერებლად ჟღერს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას პიტერ დიკინსონი, აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს უკრაინის სიახლეებისა და ჟურნალ Business Ukraine-ის მთავარი რედაქტორი.
„ბიძინას ინსტინქტები არც ისეთი მახვილია, როგორც თვითონ ჰგონია“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ივანიშვილის ყოფილმა მრჩეველმა, კოლუმბიის უნივერსიტეტის ჰარიმანის ინსტიტუტის მკვლევარმა ლინკოლნ მიტჩელმა.
“ტყუილია, რომ სანქციები არ მუშაობს“, - ამბობს ბრიტანულ-ამერიკული წარმოშობის ფინანსისტი და "მაგნიტსკის აქტის" ავტორი, ბილ ბრაუდერი. მაგრამ ის დარწმუნებულია იმაშიც, რომ სანამ დროა, უკრაინის თავდაცვის ხარჯებისთვის, აშშ-მ და ევროკავშირმა რუსეთის ეროვნული ბანკის გაყინული აქტივები უნდა გამოიყენოს.
“სტალინის ხატის - ანაც ისეთი ხატების, სადაც სტალინი ფიგურირებს - ეკლესიაში დასვენება სხვა არაფერია, თუ არა მართლმადიდებლობის შებღალვა, დამახინჯება. ეს არის ის, რასაც მე პოლიტიკურ მართლმადიდებლობას ვეძახი - ეს რუსული პრაქტიკაა, ესაა პოლიტიკით დამახინჯებული მართლმადიდებლობა...
“პუტინს ფეხებზე კიდია მშვიდობიანი პროტესტი, საერთოდ არ ეშინია მათი. პუტინს ეშინია ხალხის, ვისაც შეუძლია საკუთარი მიზნების და იდეალების გამო ხელში იარაღი აიღოს...” - ამბობს რუსეთის დუმის ყოფილი დეპუტატი (2007-2016 წ.წ..) ილია პონომარიოვი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.
ჩამოტვირთე მეტი