მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან.
11 ოქტომბერს მსოფლიო გოგოების დღეს აღნიშნავს. წელს ამ დღის მთავარი დევიზია „მოზარდი გოგონების ძალა - ხედვა 2030 წლისათვის“. გაეროს მონაცემებით, დღეს მსოფლიოში 10-დან 19 წლამდე 600 მილიონი გოგო ცხოვრობს.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება (ტექდათვალიერება) 2018 წლის 1 იანვრიდან დაიწყება და შემდგომი ორი წლის განმავლობაში ეტაპობრივად განხორციელდება.
4 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო კანონპროექტების პაკეტზე სალაპარაკოდ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებს შეხვდა.
წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევა - 3 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ ბრალდებით წარდგნენ წინადღით მერიასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებული პირები.
რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე რა იცი? - ვკითხე 18 წლის ზარიფას (სახელი შეცვლილია). ზარიფა უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტია, მარნეულიდან წელს ჩამოვიდა თბილისში და ჯერ გზები კარგად არ ვიციო, მითხრა.
მაია ნოდარიშვილი ძირითადად რელიგიური შინაარსის ნახატებს ქმნის - უცნაურ ანგელოზებს, წმინდანებს, მეფეებსა და დედოფლებს ხატავს. ბოლო რვა წელია „ვეფხისტყაოსნის“ დასურათებაზე მუშაობს - 45 ნახატი უკვე გამოსაფენად მზადაა, თუმცა მანამდე მათ პირველად რადიო თავისუფლების მაყურებელი სწორედ ამ ვიდეოთი იხილავს.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი უკვე ორი წელია, საშუალო სკოლების პედაგოგებს ბრაილის სისტემის შემსწავლელ ტრენინგებს სთავაზობს. სწავლა ნებაყოფლობითია.
რუსთაველის თეატრის დიდ დარბაზში სვეტლანა ალექსიევიჩს 800-მდე ადამიანი უსმენდა. ნობელის პრემიის ლაურეატი, ბელორუსი მწერალი საქართველოში გამომცემლობების, „ინტელექტისა“ და „არტანუჯის“ მოწვევით ჩამოვიდა.
რამდენიმე დღის წინ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებსაიტზე გამოჩნდა ახალი მომსახურების აღმნიშვნელი ბანერი, სახელწოდებით ვიდეოზარი, რომელიც მხოლოდ ყრუ და სმენადაქვეითებული ამომრჩევლისთვისაა განკუთვნილი და გულისხმობს ვიდეოზარის მეშვეობით, ჟესტების ენაზე, ინფორმაციის მიღებას.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც 10 სექტემბერს, თავისი მომხრეების დახმარებით, გადაკვეთა პოლონეთ-უკრაინის საზღვარი და უკრაინაში შევიდა, ამ დრომდე ლვოვში რჩება და უკრაინის სახელმწიფოსგან „დამატებით დაცვას“ მოითხოვს.
ვინც ამ ზაფხულს რაჭაში დაისვენა ან რამდენიმე დღით მაინც ეწვია იქაურობას, ხალხის ნაკლებობას ნამდვილად ვერ იგრძნობდა, ვერც თავად ამბროლაურსა და ონში და ვერც სოფლებში.
ერთი ამერიკული დოლარი – 2.4802 ლარი. ასეთი იყო 7 სექტემბერს ოფიციალური კურსი, რომელიც დღის ბოლოს შეიცვალა და 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.4630 ლარი გახდა. უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში, ლარი აშშ დოლართან მიმართებით 10 პუნქტით დაეცა – ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნის განსხვავებულ მიზეზებზე საუბრობენ ხელისუფლებასა და ოპოზიციაში.
6 სექტემბერს, ქუთაისში, მე-9 მოწვევის პარლამენტის საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომა გაიხსნა და პირველივე განცხადებები, როგორც მოსალოდნელი იყო, საკონსტიტუციო ცვლილებებს შეეხო.
5 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა ე.წ. ციანიდის საქმეზე განაჩენი გამოაცხადა და დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
ცნობილი ქართველი მთარგმნელის, მწერლისა და ფილოსოფოსის, ბაჩანა ბრეგვაძის სახელობის ლიტერატურული კონკურსი „მწიგნობარი“ მკითხველების კონკურსია – ის წელს საუკეთესო მკითხველის გამოსავლენად იმართება რაჭაში, კერძოდ კი, ამბროლაურის რაიონში.
თბილისის საქალაქო სასამართლომ „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ დამფუძნებელი, ბექა წიქარიშვილი ნარკოდანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ ცნო და, სასჯელის სახით, 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
გურამ მურადოვი ფოტოგრაფია, თუმცა დიდი ხანი არ არის, რაც მის ძირითად საქმიანობას კიდევ ერთი დაემატა და ცემენტისგან სანათების, საათების, საყვავილეებისა და სხვა დეკორატიული ნივთების კეთება დაიწყო.
ხურჩისა და ნაბაკევის ადმინისტრაციულ საზღვარზე, რუსმა მესაზღვრეებმა ახალი მავთულხლართები გააბეს, რომლის მიღმა ადგილობრივი მცხოვრებლების საყანე ტერიტორია - დაახლოებით, 2 ჰექტარი მიწა - მოექცა.
18 წლის ზაურ გამყრელიძე რაჭაში, ქალაქ ონში ცხოვრობს. პლასტილინით ქანდაკებების ძერწვა 14 წლის ასაკში დაიწყო, თუმცა ჯერ კიდევ საბავშვო ბაღში ძერწავდა ათასგვარ ფიგურებს − იმ დღემდე, ვიდრე ყველა ძველ ნამუშევარს პლასტილინის ერთ დიდ გუნდად აქცევდა.
აგვისტოს ხუთდღიანი ომიდან 9 წლის თავზე, 2017 წლის 8 აგვისტოს, მთელი საქართველოს მასშტაბით გაიმართა ღონისძიებები, რომლითაც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში პატივი მიაგეს დაღუპული გმირების ხსოვნას.
ჩამოტვირთე მეტი