მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან.
სომხეთის პრემიერ-მინისტრი სერჟ სარგსიანი გადადგა - ერევანში მიმდინარე აქციების მონაწილეთა მთავარი მოთხოვნაც სწორედ ეს იყო.
„ქალთა მოძრაობა“ ფემიციდის კანონით აკრძალვას მოითხოვს. პეტიციით, რომელიც მათ 16 აპრილს გაავრცელეს, საქართველოს პრეზიდენტს სთხოვენ არ შეიწყალოს ფემიციდსა და სხვა გენდერული სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებში ბრალდებული პირები.
„ქალთა მოძრაობა“ ფემიციდის კანონით აკრძალვას მოითხოვს. პეტიციით, რომელიც მათ 16 აპრილს გაავრცელეს, საქართველოს პრეზიდენტს სთხოვენ არ შეიწყალოს ფემიციდსა და სხვა გენდერული სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებში ბრალდებული პირები.
მმართველ გუნდში აქტიურად დაიწყო საუბარი შიდაპარტიული დოკუმენტის შემუშავებაზე, რომელიც „ქართული ოცნების“ ერთგვარი „ეთიკის კოდექსი“ გახდება.
40 წლის წინ, 1978 წლის 14 აპრილს, თბილისში ათასობით ადამიანმა გააპროტესტა საბჭოთა კონსტიტუციაში შეტანილი ის ცვლილება, რომლითაც ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს კარგავდა.
ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის იურისტის, მაკო ღავთაძის თქმით, ჯერჯერობით გამოძიებაში არ ჩანს რასობრივი მოტივი, თუმცა აფრიკელი სტუდენტების მონათხრობი სხვა რამეზე მეტყველებს.
დიღომში, ფეხბურთის სტადიონზე მოთამაშე შავკანიანი სტუდენტები იქვე მცხოვრები მამაკაცების ჯგუფმა სტადიონიდან გამოაძევა.
8 აპრილს, დიღომში, ფეხბურთის სტადიონზე მოთამაშე შავკანიანი სტუდენტები იქვე მცხოვრები მამაკაცების ჯგუფმა სტადიონიდან გამოაძევა. ფეისბუქით გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, ხელკეტებით შეიარაღებული კაცები როგორ მისდევენ და აგინებენ შავკანიან ახალგაზრდებს.
3 დაშავებული, 6 დაღუპული. ისევ ტყიბული, ისევ მინდელის შახტი. უბედური შემთხვევა 5 აპრილს, ღამის 4 საათზე, მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, დასავლეთის მე-10 ველში, პირველ ნახშირმომპოვებელ უბანში, ე.წ. „სამთო დარტყმის“ შედეგად, გვირაბის გვერდითი ქანები ჩამოიშალა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, ცხედრები - ექსპერტიზაზე.
პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ფული, ადვოკატთა ასოციაციის მომსახურება და ყოფილი პოლიტპატიმრების სურვილი იბრძოლონ საკუთარი უფლებებისთვის.
დათას აუტისტური სპექტრის აშლილობა აქვს. 2 აპრილს, აუტიზმის მსოფლიო დღეს, დათა და მისი მეგობრები, 41-ე სკოლის მოსწავლეები, მათ შორის აუტიზმის მქონე კიდევ 14 ბავშვი და მათი კლასელები ამ დღის აღსანიშნავად ზოოპარკში ერთად წავიდნენდა კარგადაც გაერთნენ.
90-იან წლებში აკაკი ბაქრაძეს ხშირად უთქვამს: „მეგონა, რაღაც ნათელს ვაღვიძებდი და ბნელი გამიღვიძებიაო“. ის უკმაყოფილო იყო იმ ხალხის ქცევით და აზრებით, ვინც ხმამაღლა აცხადებდა, რომ აკაკი ბაქრაძის ლექციებზე იყო გაზრდილი - ის, რასაც ისმენდნენ, და ის, რასაც ლაპარაკობდნენ, ერთმანეთს არ ემთხვეოდა.
28 მარტს ერთი წელი გახდა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ამოქმედებიდან. უკვე ერთი წელია, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ თავისუფლად გადაადგილდნენ შენგენის ზონის ტერიტორიაზე - ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანაში, ასევე ოთხ არაწევრ და შენგენის ოთხ კანდიდატ ქვეყანაში.
28 მარტს ერთი წელი გახდა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ამოქმედებიდან.
45 წლის მაღაროელი დაიღუპა ჭიათურაში. უბედური შემთხვევა 26 მარტს, დილით მოხდა შუქრუთის მაღაროს გვირაბში, სადაც ლოდები ჩამოიშალა და მაღაროელი ქვეშ მოიყოლა.
ეთნიკურად ქართველთან ღიად ურთიერთობას, ცხადია, ოსები ერიდებიან. საშიშია. თუმცა ანონიმურად თამარ მეარაყიშვილს ბევრი ეხმარება - განსაკუთრებით, ცხინვალელი სამოქალაქო აქტივისტები. სამიოდე თვის წინ სწორედ ცხინვალიდან გააფრთხილეს, რომ მალე პროკურატურა მიაკითხავდა.
პარლამენტის რეზოლუციის პროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობამ 2018 წლის 15 ივნისამდე პარლამენტს უნდა წარუდგინოს „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“.
თბილისის მერია 2018 წლის 10 აპრილიდან კომპანია „სითი პარკთან“ ხელშეკრულებას წყვეტს. გადაწყვეტილების მიზეზი კომპანიის უპასუხისმგებლობა და არასათანადოდ შესრულებული საჯარო უფლებამოსილებებია.
12 მარტს, დილით, ზესტაფონის „ფეროშენადნობთა“ ქარხნის მეოთხე საამქროს შენობის სახურავიდან 55 წლის მუშა გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. 2018 წელს ის სამუშაო ადგილზე გარდაცვლილი მერვე ადამიანია. მუშები შენობის ძველ სახურავს ცვლიდნენ.
ჩამოტვირთე მეტი