მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან.
“მთავარი სიცოცხლე და ამ ბავშვების ჯანმრთელობაა და არა მათი სიმაღლე!”- გვითხრა 20 წლის ლაზარე ლელაძემ აქონდროპლაზიის მქონე ბავშვებზე საუბრისას. ლაზარეს თავადაც ეს დიაგნოზი აქვს და კარგად იცის, როგორია ამ დიაგნოზთან ერთად ცხოვრება.
სუდანში ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეები დედაქალაქ ხართუმიდან, ბრძოლის ეპიცენტრიდან გაიყვანეს. საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ევაკუაციის პროცესი დაწყებულია, თუმცა ავიაკომპანიების Geo Sky-სა და MyWay-ს 33 თანამშრომელი ჯერ ისევ სუდანში რჩება.
სოციალურ ქსელ ტვიტერზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ წუხელ, სუდანის დედაქალაქ ხართუმის აეროპორტში, სადაც ამ დრომდე გრძელდება შეტაკებები სუდანის არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება „სწრაფი რეაგირების ძალებს“ შორის, დაიწვა ქართული ავიაკომპანია Myway Airlines-ის თვითმფრინავი.
"საქართველოში ბავშვების 38 პროცენტი განიცდის მატერიალურ და სოციალურ დანაკლისს", - ამბობს გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით "საქსტატის" მიერ ჩატარებული ახალი გამოკვლევა საქართველოში ბავშვთა კეთილდღეობის შესახებ.
სუდანში დაპირისპირებულ მხარეებს შორის ბრძოლა გრძელდება. დედაქალაქ ხართუმში ჩარჩენილი ქართველები გვიყვებიან, რომ წუხანდელმა ღამემ შედარებით მშვიდად ჩაიარა, თუმცა დილის ხუთ საათზე ისევ დაიწყო სროლა და დაბომბვა.
სუდანის დედაქალაქ ხართუმში მყოფი საქართველოს მოქალაქეები ამ დრომდე ელიან ადგილობრივ დაპირისპირებულ მხარეებს შორის შეთანხმებას ცეცხლის დროებით შეწყვეტაზე, რომ ევაკუაციის პროცესი დაიწყოს და მათ საქართველოში დაბრუნება შეძლონ.
„გაეროს ბავშვთა ფონდის“ მიერ, საქართველოს შვიდ სახელმწიფო უნივერსიტეტში 18-24 წლის ახალგაზრდებს შორის ჩატარებული კვლევით ირკვევა, რომ ყოველი მეოთხე ახალგაზრდა საშუალო ან ძლიერი შფოთვის სიმპტომებს განიცდის.
სახალხო დამცველის შეფასებით, 2022 წელს, დაუცველი ჯგუფების თანასწორუფლებიანობის დაცვის მხრივ სასიკეთოდ არაფერი შეცვლილა - ამ დასკვნით იწყება დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი თავიდან აცილებისა და თანასწორობის მდგომარეობის შესახებ სპეციალური ანგარიში, რომლის პრეზენტაციაც 11 აპრილს გაიმართა.
ანტიდასავლური პროპაგანდა ის უცვლელი იარაღია, რომელიც ყოფილ საბჭოთა კავშირს და დღევანდელ რუსეთს აერთიანებს. ხშირად, ამ პროპაგანდის და დეზინფორმაციის გავრცელებას რუსეთი მის საზღვრებს გარეთაც ახერხებს.
2022 წელს საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, პირიქით, არაერთი კუთხით გაუარესდა კიდეც - ამ შეფასებით იწყება ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას გუნდის მიერ მომზადებული 347 გვერდიანი ყოველწლიური ანგარიში, რომელიც 3 აპრილს, ახალმა ომბუდსმენმა წარადგინა.
მიუხედავად იმისა, რომ კანონი ქალებს იცავს და 2019 წელს მასში ტერმინი „სექსუალური შევიწროებაც“ ჩაიწერა, ქალები მაინც იშვიათად ჩივიან და ამას აქვს თავისი მიზეზი: თითქმის ყველა ქალმა, ვინც ასეთი კაცების მხილება გადაწყვიტა, მათ შორის, მათაც, ვისაც ხელში მტკიცებულებებიც ეჭირა, სასამართლო დავა წააგო.
ჩამოტვირთე მეტი