რეპორტიორი, ფოტოგრაფი. მუშაობს ადამიანის უფლებების, უმცირესობების და სხვა სოციალურ საკითხებზე. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2015 წლიდან.
7 ივლისს ზაზა სარალიძე პროკურატურის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას მისი ადვოკატი, ნესტან ლონდარიძე და სახალხო დამცველი ნინო ლონჯარიაც ესწრებოდნენ. შეხვედრის შემდეგ თავად ზაზა სარალიძეს კომენტარი არ გაუკეთებია. ილაპარაკეს მისმა ადვოკატმა და ომბუდსმენმა.
მოქალაქეების ნაწილის უკმაყოფილებას იწვევს საზოგადოებრივი ტრანსპორტის არასათანადო გაგრილება. ქალაქში მოძრავი ტრანსპორტის ნაწილს საერთოდ არა აქვს გაგრილების სისტემა.
ზაზა სარალიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მიიღო პირობა, რომ მისი შვილის მკვლელობის გამოძიებასთან დაკავშირებით მიმდინარე კვირის ბოლომდე რადიკალური ნაბიჯები გადაიდგმება.
2 ივლისიდან 5 ივლისის ჩათვლით, მაღალი ტემპერატურის გამო, ერთიანი ეროვნული გამოცდები დილის საათებში ჩატარდება. კვირის ბოლომდე კი, როგორც განათლების მინისტრი აცხადებს, ყველა საგამოცდო ცენტრში დასრულდება კონდიციონერების მონტაჟი.
მინიფეხბურთი, მოწოდება ჯანსაღი ცხოვრებისკენ და აქცია “ზრუნვა დასჯის ნაცვლად” - საქართველოში ასე აღნიშნავენ ნარკომანიისა და ნარკობიზნესის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს.
როგორ უნდა შეარჩიოს მშობელმა ძიძა ან ამოიცნოს აღმზრდელის მხრიდან ძალადობის ნიშნები შვილის ქცევაში? - ამის შესახებ ლაპარაკობს ფსიქოთერაპევტი დიანა ნიკოლაიშვილი.
21 ივნისს, საღამოს 7 საათზე, როდესაც მწერალი ზურა აბაშიძე სამსახურის შემდეგ მეგობართან შესახვედრად მიდიოდა, ქუჩაში უცნობი, შავმაისურიანი პირი აედევნა.
10 ფოტოგრაფის მიერ მოთხრობილი 10 ისტორია რომელიც გვიყვება, ჩართულობასა და ინტეგრაციაზე, ფოტოგრაფების თვალით. 20 ივნისს გამართული ღონისძიების ორგანიზატორები არიან Tbilisi Photo Festival, აშშ სალჩო საქართველოში და 'Save the Children'.
სახალხო დამცველის გუნდმა ამ ანგარიშზე მუშაობისას სულ 11 განაჩენი შეისწავლა. მათ შორის იყო ფემიციდის 7 (მათ შორის ერთი - ტრანსგენდერი ქალის მკვლელობა) და ფემიციდის მცდელობის 4 შემთხვევა.
სამი თვის წინ თეონა ბაკურაძის ცხოვრებაში ყველაფერი სხვაგვარად იყო. დღეს, სამი თვის შემდეგ, ის უკვე ახალი, განსხვავებული რეჟიმით ცხოვრობს - აღარ ჩქარობს, აკეთებს იმ საქმეს, რაც უყვარს და სიამოვნებს, მეტ დროს ატარებს თავის საყვარელ ადამიანებთან, ბევრს დადის სუფთა ჰაერზე და რაც მთავარია, იბრძვის.
თეონა ყველა გოგოს მოუწოდებს, არ შერცხვეთ მამოლოგთან მისვლის, არ გადადონ ექიმთან ვიზიტი და რაც მთავარია, ამაზე ხმამაღლა ილაპარაკონ.
დამწვარი „ბავშვთა სამყაროს“ მოვაჭრეები ისევ დახმარებას და ზარალის ანაზღაურებას მოითხოვენ. 14 ივნისს ისინი პლაკატებით ხელში „ქართული ოცნების“ სათავო ოფისთან მივიდნენ და აქცია გამართეს.
ლგბტ უფლებადამცველები იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის გადადგომას მოითხოვენ.
11 ივნისის ღამით, თბილისის ზოგ ქუჩაზე წვიმის გამო პრობლემები შეიქმნა. უნივერსიტეტის ქუჩაზე დატბორილი ავტომობილები სამაშველო სამსახურის დახმარებით ამოიყვანეს წყლიდან
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 11 ივნისს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან გამართულ აქციაზე დააკავეს 19 პირი, მათ შორის - „ნაციონალური მოძრაობიდან“ თბილისის საკრებულოს წევრი ირაკლი ნადირაძე. პოლიციელებმა საავტომობილო გზაზე განთავსებული კარვები შუადღისას პარლამენტის შენობის წინ.
კომუნისტური ხელისუფლების მიერ ჩამორთმეული სინაგოგების, მეჩეთების, კათოლიკური, სომხური და ლუთერული ტაძრების ძველი და ახალი ფოტოები გამოფინა ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში.
პოლიციელებმა რუსთაველის გამზირზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს რამდენიმე პირი.
საავტომობილო გზიდან კარვების გადატანამდე პოლიციელებმა რუსთაველის გამზირზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს რამდენიმე პირი.
იმ შემთხვევაში, თუ ვარაზისხევში იმდენი ნალექი მოვა, რაც 13 ივნისს ვერეს ხეობაში მოვიდა, აქ მეწყერი ჩამოწვება, ადიდებული მდინარე კი მოსახლეობის სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნის.
ჩამოტვირთე მეტი