რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქვემო ქართლში 1998 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, თვითმმართველობისა და სოციალურ საკითხებს; ადამიანის უფლებებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებს.
ქვემო ქართლის რეგიონში რაიონული სერვის-ცენტრების დაფუძნება დაიწყეს. სერვის-ცენტრები მიიღებენ ტრაქტორებს, კომბაინებს და მიწის დამუშავებისთვის საჭირო სხვა ტექნიკას. ერთი ასეთი ცენტრი გარდაბნის რაიონშიც გაიხსნა.
16 მარტს ქვემო ქართლის სოფლებს ნამდვილი სტიქია დაატყდა. ძლიერი წვიმის შედეგად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ათამდე სოფელი დაიტბორა. აღთაკლიაში, ყარათაკლიასა და გაჩიანში ადიდებული მდინარე მტკვარი მოსახლეობას საცხოვრებელ სახლებში შეუვარდა. მთლიანად დაიტბორა სარდაფები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, ეზოები და საკარმიდამო ნაკვეთები, ზოგ მოსახლეს შინაური ფრინველი გაუნადგურდა.
რუსთავის მესამე მოწვევის საკრებულოში, რომელიც 15 დეპუტატისგან შედგება, 13 მანდატი ნაციონალურ მოძრაობას ეკუთვნის, ორი ლეიბორისტებს, ერთიც ქრისტიან-დემოკრატებს. რუსთავის მკვიდრებმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში საკრებულოს დეპუტატებისა და ადგილობრივი მთავრობის წევრების ვინაობა ვერ დაასახელეს. მხოლოდ იციან, რომ რუსთავის მერი მამუკა ჩიქოვანია.
ქვემო ქართლში პრაიმერში მონაწილეობის სურვილი ექვსმა პარტიამ გამოთქვა. ესენია ზურაბ ნოღაიდელის „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის“, კონსერვატიული პარტია, კობა დავითაშვილის „ხალხის პარტია“, გია მაისაშვილის „მომავლის პარტია“, ბევრისთვის უცნობი „“მამულიშვილ
ოფიციალური ცნობებით, რუსთავში 104 ათასი ამომრჩეველია, მაგრამ სიის გადამოწმების პერსპექტივა ჯერჯერობით ბუნდოვანია რუსთავში. ზოგი პარტია დაფინანსების მოლოდინშია, ზოგიც სიის გადამოწმების მეთოდოლოგიაზე ფიქრობს, ზოგი კი ამ პროცესებში ჩარევას საერთოდ არ აპირებს.
რუსთავში სამი საავადმყოფოა. ერთი რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას ეკუთვნის, მეორე, რომლის 9 სართულიანი შენობა ავარიულ მდგომარეობაშია, საწარმოო გაერთიანება „აზოტს“, ხოლო მესამე თვითდაფინანსებაზე მყოფი ცენტრალური საავადმყოფოა.
რუსთავი ახალი წლის მოლოდინშია, რაზეც მაღაზიებში გაცხოველებული ვაჭრობა და ქალაქის მთავარ მოედანზე დადგმული, თუმცა ძუნწად შემკული, ხელოვნური ნაძვის ხე მეტყველებს. რუსთავის მერიამ ღამის ქალაქზეც იზრუნა.
ამირან ბიწაძე, მსოფლიოს არაერთგზის ჩემპიონი სპორტის სახეობაში “ბრძოლა წესების გარეშე”, იმ ადამიანების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მათი უფლებები ირღვევა.
რუსთავში პირბადით არავინ დადის და, როგორც აფთიაქებში ამბობენ, გრიპის პანდემიის შიშით ანტიგრიპოზულ წამლებს არავინ იმარაგებს. გრიპით დაავადებულ პაციენტთა სიმრავლე არც საავადმყოფოებში შეინიშნება.
გასულ წელს ადგილობრივი ბიუჯეტის გეგმა, თითქმის 30 მილიონ ლარს უტოლდებოდა, წელს კი ეს მაჩვენებელი 22 მილიონს შეადგენს.
რუსთავის საკრებულო ქალაქის ზამთრისათვის მზადების საკითხზე მსჯელობისთვის ემზადება. საკრებულოს სხდომაზე „ენერგოპროჯორჯიას“ ადგილობრივი ფილიალის ხელმძღვანელების მოწვევა არის დაგეგმილი.
რუსთავში სამი პროვაიდერის კომპანიაა: „კავკასუს ონლაინი“, გაერთიანებული ტელეკომი და საქართველოს კავშირგაბმულობის კორპორაცია. ამ სამ კომპანიას შორის რუსთავის მზარდ ინტერნეტ-ბაზარზე მწვავე კონკურენციაა
პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ ამას წინათ გაჟღერებული ინიციატივა, რომ მუშაობის დაწყების დროს შრომის წიგნაკი აღარ იქნება საჭირო, ცოტა არ იყოს, დაგვიანებულია.
დაფინანსება იმის მიხედვით განაწილდა, თუ რომელ მუნიციპალიტეტში რამდენი ადამიანი ცხოვრობს. სოფლის ერთ მცხოვრებზე 7 ლარი იანგარიშეს.
რუსთავის სკოლებში სწავლა განახლდა, - ზოგან ისე, რომ სარემონტო სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს, - ზოგ სკოლაში სწავლის დაწყება 21 სექტემბრისთვის გადაიტანეს.
2008 წლის გაზაფხულიდან „რუსთავწყალკანალი“, სახელმწიფო დოტაციაზე მყოფი ორგანიზაცია, შვეიცარიული კომპანია “მულტიპლექსის” საკუთრება გახდა.
რუსთავის საკრებულოს წევრთაგან ზუსტად ვერავინ ამბობს, გავრცელდება თუ არა დიდ ქალაქებზეც პრეზიდენტის მიერ პარლამენტში გამოთქმული ინიციატივა.
რუსთავში დაახლოებით 4 ათასი ლტოლვილია ჩასახლებული, მათი უმრავლესობა კომპაქტურად ცხოვრობს ყოფილ საერთო საცხოვრებელსა თუ პროფესიული სასწავლებლებში.
ერთიანი ეროვნული გამოცდები ქვემოქართლელი აბიტურიენტებისთვის, ტრადიციულად, რუსთავის მე-4 საჯარო სკოლაში ტარდება.
ეს პროგრამა ქალაქს დამოუკიდებელი საგარეო ურთიერთობების უფრო აქტიურად წარმართვისა და ეფექტიანი პროექტების განხორციელების შესაძლებლობას აძლევს.
ჩამოტვირთე მეტი