ვიდეოპროდიუსერი. დოკუმენტური ვიდეოსერიების „ფენოვანი 2.10“ და „პლუს-მინუს 21“ ავტორი. სატელევიზიო გადაცემების „წითელი ზონა“ და „ანარეკლები“ პროდიუსერი. რადიო თავისუფლებასთან თანამშრომლობს 2009 წლიდან.
ახალგაზრდა მსახიობის ბედი საქართველოში - შემოქმედება, წინააღმდეგობები და ბრძოლა სამართლიანი ანაზღაურებისთვის. დაჩი ბაბუნაშვილი - გორის თეატრში. იოსებ ხვედელიძე - დილემა ორ თეატრს შორის. ანი იმნაძე - ახალი თეატრის შენება.
თორნიკე კაპანაძე, როგორც საკუთარ თავს უწოდებს, ურბანული მკვლევარი და „დიგერია" - მიწისქვეშა ობიექტებით გატაცებული. რამდენიმე წლის წინ აღმოჩენილი საბჭოთა ბომბსაფარი მეგობრებთან ერთად დაასუფთავა და ახლა ცდილობს მუზეუმად აქციოს.
ჰიპ-ჰოპის „ახალი სკოლა", ახალი სათქმელით. თბილისის სხვადასხვა უბანში მიმოფანტული ახალგაზრდა მუსიკოსები: VROMJ, NIKITA, Aprilee, N ice რაზე ფიქრობენ, რა აწუხებთ, რაზე რეპავენ?
გარღვევა, დეფიციტი, სეკვესტრი, მატება, ისტორიული ნიშნული - დამოუკიდებელი საქართველოს ბიუჯეტის ისტორია ქართული ეკონომიკის და განვითარების ისტორიაა. მანეთი, რუბლი, კუპონი, ლარი... ქვეყნის ფისკალური პოლიტიკა და დროში გაუწერელი ეკონომიკური ხედვები.
სიყვარული, მომავალი, გზა, ფული, ჯანმრთელობა, ჯადოს მოხსნა, ავი თვალი ... მკითხავთან ზოგი ბედის შესაცვლელად, ზოგი სამკურნალოდ და ზოგიც გასართობად მიდის.
საქართველოში, COVID-19-ის პანდემიის დაძლევის და ვაქცინაციის პოპულარიზაციის მიზნით, სახელმწიფომ და სხვადასხვა ორგანიზაციამ წამახალისებელი კამპანიები წამოიწყეს. როგორია ამ კამპანიების მიმდინარეობა, ეფექტურობა და ვინ არიან მოწინააღმდეგეები?
მაღაზიის ნისიებით დაწყებული საგარეო ვალამდე - ამომღები კომპანიები, მსესხებლის და გამსესხებლის უფლებები. ბრძოლა დაკარგული ქონებისთვის. რამდენია ჩვენი ვალი? - ფენოვანი 2.10 ვალზე.
ფენოვანი-2.10; „არაცენტრალური მედია" - საქართველოს რეგიონული მედიის ისტორია და აწმყო. მეოთხე ნაწილი. ქალთა რადიო: RadioWW (ბოლნისი) რადიო ძველი ქალაქი (ქუთაისი), ბლოგერი არჩილ გეგენავა - აპაჩი (ქუთაისი), გაზეთი ბათუმელები (ბათუმი), qartli.ge (გორი).
„არაცენტრალური მედია" - საქართველოს რეგიონული მედიის ისტორია და აწმყო.
განვითარების რა პერსპექტივებს ხედავენ სტუდენტები მაღალმთიანი აჭარიდან სწავლის დასრულების შემდეგ? რამდენად ეხმარება მათ შეძენილი ცოდნა პროფესიულ წინსვლაში და რა პროფესია უნდა აირჩიო იმისთვის, რომ არ მოწყდე საკუთარ მხარეს? ვესაუბრებით სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს მაღალმთიანი აჭარიდან.
2021 წლის ივლისის თვე ბათუმში. საქართველოს მთავარ ზღვისპირა ქალაქში ტურისტული სეზონია გაჩაღებული. რას ფიქრობენ ბათუმის მკვიდრი ახალგაზრდები იმ მოვლენებზე, რაც საქართველოს დედაქალაქში ვითარდება? როგორ აფასებენ 2021 წლის 5-6 ივლის? რას ფიქრობენ აგრესიაზე, ძალადობაზე, „პრაიდზე"?
ნივთები და ძვირფასეულობა, ძველმანები და ანტიკვარიატი, რომლებიც საქართველოში თავის დროზე დაგროვდა, შემდეგ კი კვლავ გაიყიდა. ვინ ყიდის მათ? არის თუ არა მოთხოვნა ანტიკვარულ ნივთებზე და სად შეიძლება მათი შეძენა?
არიან თუ არა ქართველი ახალგაზრდები ინდიფერენტული პოლიტიკის მიმართ? რა ტიპის აქტივობებით ცდილობენ საკუთარი პოლიტიკური აზრის დაფიქსირებას და რამდენად მზად არის თანამედროვე ქართული პოლიტიკა გაახალგაზრდავებისთვის?
უცნობია ზუსტი რიცხვი რამდენი ახალგაზრდა ტოვებს ყოველ წელს დიდი ზომის და საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებს. რა პირობებში უწევთ ამ ბავშვებს და ახალგაზრდებს ცხოვრება? რა არის მათი მომავალი და რა პერსპექტივები აქვთ ცხოვრებაში მას შემდეგ, რაც ისინი 18 წლისები ხდებიან?
"ნამახვანჰესის" მშენებლობის საწინააღმდეგო აქციამ 23 მაისს თბილისში გადაინაცვლა. ამ სამდღიან საპროტესტო მსვლელობაზე დედაქალაქის ყოველდღიურმა დღის წესრიგმაც იქონია გავლენა. რა მოთხოვნები აქვთ "რიონის ხეობის მცველებს", რა არგუმენტებით უპირისპირდებიან "ნამახვანჰესის" მშენებლობას?
ბარაკები, ჯურღმულები ისეთი სახლები და დასახლებებია, სადაც ადამიანს იძულების წესით უხდება ცხოვრება და არსებობა. თბილისში ვათვალიერებთ ნაგებობებს, რომლებიც ადამიანებმა თვითნებურად აიშენეს და ვიხსენებთ იმ უბნის ისტორიას, რომელსაც საფუძველი ბარაკული განაშენიანებით ჩაეყარა.
ჩამოტვირთე მეტი