რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2014 წლიდან. ძირითადად მუშაობს ვიდეოკონტენტის შექმნაზე. არის პროექტის „8 ფოტო არქივიდან“ თანაავტორი.
რადიო თავისუფლება დაინტერესდა, რას ფიქრობს ხალხი შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე.
დასვენება საპროტესტო გამოსვლების ფონზე. რადიო თავისუფლებამ რუსეთიდან ჩამოსული ტურისტები გამოკითხა.
თბილისში, რუსთაველის გამზირზე „Art School The C U N I L A N G U A G E“-ის წარმომადგენებმა პერფორმანსი გამართეს და ბორშჩი მოხარშეს. ეს იყო პასუხი რეჟისორ რობერტ სტურუას განცხადებაზე.
ნანა ბანძელაძე დევნილი არასოდეს ყოფილა, მაგრამ მან იმ ადამიანების ბედი გაიზიარა, რომლებიც 90-იანი წლების დასაწყისში, აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დასრულების შემდეგ, წყალტუბოს სანატორიუმ „თბილისში“ შეასახლეს. ისინი დღემდე იქ ცხოვრობენ ნანასთან ერთად, რომელიც ოდესღაც რეგისტრატორად მუშაობდა.
25 თებერვალს, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა მხარი დაუჭირა სექსუალური შევიწროების შესახებ კანონპროექტს. კანონპროექტის თანახმად, სექსუალური შევიწროების დადასტურების შემთხვევაში, დამნაშავე 300 ლარით დაჯარიმდება, განმეორებით დანაშაულზე კი ჯარიმა 500 ლარამდე გაიზრდება.
ჯონი ჯანაშია პროფესიით ექიმია და მთავარი საქმის გარდა მრავალი გატაცება აქვს. მათ შორის ერთი - თბილისური სახლების მინიატურული მაკეტების შექმნაა
თუკი აფხაზეთთან ერთად სამხრეთ ოსეთის ნახვაც გსურთ, მაშინ 10 დღიანი ტური უნდა აიღოთ, რომელიც სოჭის აეროპორტიდან იწყება და აფხაზეთში გატარებული რამდენიმე დღის შემდეგ სამხრეთ ოსეთში ვლადიკავკაზის გავლით მოხვედრას გულისხმობს. ტური, რომლის ღირებულებაც 3050 დოლარია, ყელის ტბაზე სრულდება.
25 მაისს თბილისის წიგნის მე-19 საერთაშორისო ფესტივალი იწყება. წელს ფესტივალის საპატიო სტუმარი ქვეყანაა ნორვეგია. წლევანდელ ფესტივალში 60-მდე გამომცემლობა და წიგნის მაღაზია მიიღებს მონაწილეობას. როგორ ემზადებიან მონაწილეები და რას ჰპირდებიან ისინი წიგნის მოყვარულებს?
28 მარტიდან საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდა. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სტუდენტებთან, მეცნიერებთან, მედიის წარმომადგენლებთან და მთავრობის წევრებთან ერთად, თბილისის აეროპორტიდან უვიზოდ გაემგზავრა ათენში.
სამცხე-ჯავახეთში, ბოლო აღწერის თანახმად, 80 ათასზე მეტი სომეხი ცხოვრობს. წინა არჩევნების შედეგების მიხედვით, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ხმების უმრავლესობას მმართველი გუნდის სასარგებლოდ აძლევენ. რა ვითარებაა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, რას ელოდება ხალხი?
დასასრულს უახლოვდება ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრის რეკონსტრუქცია, რომელიც ხუთი წლის წინ დაიწყო. თეატრის ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ თითქმის სრულად განახლებული ასწლოვანი შენობა მაყურებელს მიმდინარე წლის ოქტომბერში უმასპინძლებს.