ისრაელში საქართველოს საელჩოს მიმდებარედ ჭურვი ჩამოვარდა, საელჩო არ დაზიანებულა

შენობა, რომელშიც ისრაელში საქართველოს საელჩოა განთავსებული. თელ-ავივი

ისრაელში საქართველოს საელჩო იუწყება, რომ დღეს, 19 ივნისს, იმ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც საქართველოს საელჩო მდებარეობს, ჩამოვარდა ჭურვი, თუმცა საელჩოს შენობა არ დაზიანებულა.

„დიპლომატიური წარმომადგენლობა მიჰყვება შესაბამისი სამსახურების მიერ დადგენილ უსაფრთხოების ინსტრუქციებს და განაგრძობს მუშობას“, - აცხადებს საელჩო და მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან ადგილობრივი ხელისუფლების ინსტრუქციები.

„ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩო, ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, განსაკუთრებულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას“, - წერს საელჩო.

საელჩო ასევე განმარტავს, რომ განახლებული ინფორმაციის მისაღებად მოქალაქეებმა თვალყური უნდა ადევნონ საელჩოს გვერდებს შემდეგ მისამართებზე:

საჭიროების შემთხვევაში, საელჩო განმარტავს, რომ მოქალაქეები უნდა დაუკავშირდნენ ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს ნომრებზე:

  • +972 526 919092
  • +972 3 609 3206
ასევე ნახეთ „გვიშველეთ!” - ისრაელის სადეპორტაციო ციხიდან დახმარებას ითხოვენ ქართველი ქალები

ისრაელმა ირანის წინააღმდეგ შეიარაღებული სამხედრო ოპერაცია 13 ივნისს დაიწყო. მთავარ მიზნად გამოაცხადა ირანის ბირთვული პროგრამის შეჩერება და დასრულება.

ისრაელმა დაარტყა სამხედრო ობიექტებსა და საწარმოებს, სადაც თეირანი ბირთვული იარაღის შექმნაზე მუშაობდა და ურანს ამდიდრებდა.

პასუხად ირანმა ისრაელზე რაკეტებით და დრონებით შეტევა დაიწყო. მშვიდობიანი ადამიანების მსხვერპლია ორივე მხარეს.

ასევე ნახეთ “მოთმინება იწურება” - დაარტყამს თუ არა აშშ ირანს? - მსოფლიო მოლოდინშია