ბაქოს მძიმე დანაშაულთა სასამართლომ გადაწყვეტილება 20 ივნისს გამოაცხადა და მეჰრალიზადეს და კიდევ ექვს ჟურნალისტს მიუსაჯა პატიმრობა.
ყველა მათგანი უარყოფს ბრალდებებს და მიიჩნევს, - არაერთი საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის მსგავსად, - რომ ბრალდება პოლიტიკურად მოტივირებულია.
სასამართლო სხდომაზე დასკვნით სიტყვაში მეჰრალიზადემ მოსამართლეს მიმართა: „განაჩენი, რომელსაც წაიკითხავთ, იქნება არა თქვენ მიერ გამოტანილი განაჩენი, არამედ მათი, ვინც ჩვენი დაპატიმრების ბრძანება გასცა“.
ფარიდ მეჰრალიზადე
„თუ სურთ, შეუძლიათ სამუდამო პატიმრობაც მოგვისაჯონ. ან თუნდაც შეცვალონ სისხლის სამართლის კოდექსი, აღადგინონ სიკვდილით დასჯა და სიკვდილით დაგვსაჯონ, რადგან იმ ქვეყნებში, სადაც კანონის უზენაესობა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა არ არის დაცული, სასამართლო პროცესები ყალბი, კომედიური შოუა“, - განაცხადა მან.
საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“, (RSF) რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ეს საქმე „სამართლიანობის დაცინვაა“.
„ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ფარიდს, რომელმაც ჩაგვრის წინაშე განსაკუთრებული გამბედაობა და მორალური სიცხადე გამოიჩინა“, - განაცხადა RSF-ის რედაქტორმა ენ ბოკანდიმ.
ასევე ნახეთ ბაქოში ასამართლებენ რადიო თავისუფლების ჟურნალისტ ფარიდ მეჰრალიზადეს. მან ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებული უწოდამეჰრალიზადე 2024 წლის 30 მაისს დააკავეს, - იგი ძალის გამოყენებით დააკავეს, თავზე ნაჭერი ჩამოაფარეს და უთხრეს: „ძალიან ბევრს ლაპარაკობ“.
თავდაპირველად მას ბრალად წაუყენეს „უცხოური ვალუტის კონტრაბანდა“, - რაც აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ მედიაგამოცემა „აბზას მედიას“ წინააღმდეგ აღძრულ საქმესთან იყო დაკავშირებული.
მოგვიანებით მას ბრალი დასდეს „უკანონო მეწარმეობაში“, „გადასახადებისგან თავის არიდებაში“, „ჯგუფურად კონტრაბანდასა“ და „დოკუმენტების გაყალბებაში“.
რადიო თავისუფლების პრეზიდენტმა სტივ კაპუსმა აზერბაიჯანის ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდა:
„ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში უსამართლოდ დაკავებული, ის ვერ დაესწრო შვილის დაბადებას და ახლა სამართლიანობის აღდგენას ელოდება. ამ სპექტაკლის [მისი პატიმრობის] გაგრძელების ნაცვლად, დროა, ის ოჯახს დაუბრუნდეს“, - განაცხადა კაპუსმა.
აზერბაიჯანში ამჟამად 20-ზე მეტი ჟურნალისტი ელის განაჩენს მსგავს საქმეებზე. აზერბაიჯანში 2023 წლის ნოემბრის შემდეგ 30-ზე მეტი ჟურნალისტი და ბლოგერი დააკავეს.
ასევე ნახეთ მთავრობისგან მედიის დევნის კრიტიკას ერთი მიზეზი აქვს - მთავრობისგან მედიის დევნა - აშშ-ის საელჩო ბაქოში