დღეს საღამოს დაგეგმილია ნიკოლ ფაშინიანისა და თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოანის შეხვედრა.
ვიზიტის პირველ დღეს, 20 ივნისს, ფაშინიანი შეხვდა სტამბოლში ადგილობრივი სომხური თემის წარმომადგენლებს.
ასევე ნახეთ ისტორიული ვიზიტი - რისთვის ჩავიდა ფაშინიანი თურქეთში?მან ხაზი გაუსვა ერდოანთან შეხვედრის მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ ახალი იმპულსი მიეცემა თურქეთ-სომხეთის ორმხრივ ურთიერთობებს.
ფაშინიანი ხვდება სტამბოლში სომხური თემის წარმომადგენლებს.
ფაშინიანის განცხადებით, ის გეგმავს, რომ 2026 წლისთვის ერდოანი ერევანში მიიწვიოს.
სომხეთის პრემიერის თქმით, ერდოანს მიიწევს 2026 წლის მაისში ერევანში დაგეგმილ სამიტზე - „ევროპული პოლიტიკური საზოგადოების“ (EPC) სამიტზე.
ფაშინიანის სომხურ თემთან შეხვედრას არ დასწრებიან კონსტანტინოპოლის სომეხთა საპატრიარქოს (სომხური სამოციქულო ეკლესიის ავტონომიური საპატრიარქო, რომელიც სტამბოლში მდებარეობს) წარმომადგენლები.
ეს იმ ფონზე, როდესაც ფაშინიანსა და სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-ს შორის მწვავე დაპირისპირებაა.
ასევე ნახეთ უბიწობის აღთქმა და ხელისუფლების დამხობა - მთავრობისა და ეკლესიის მტრობის ამბავი სომხეთშიდამსწრეთა კითხვაზე, თუ რატომ არ იმყოფებიან კონსტანტინოპოლის სომეხთა საპატრიარქოს წარმომადგენლები შეხვედრაზე, ფაშინიანმა განაცხადა, რომ მართალია, ისინი შეხვედრაზე არ მოსულან, მაგრამ თავად ეწვევა საპატრიარქოს.
მის ამ სიტყვებს დამსწრეთა აპლოდისმენტები მოჰყვა.
ასევე ნახეთ ვინ არის სომხეთში დაკავებული მილიარდერი სამუელ კარაპეტიანი?- ფაშინიანი 2023 წელს იმყოფებოდა თურქეთში, სადაც ერდოანის ინაუგურაციას დაესწრო.
- ფაშინიანი 5 ივნისს ტელეფონით ესაუბრა ერდოანს. მისი პრესცენტრის თანახმად, საუბარი სომხეთ-თურქეთის ურთიერთობებსა და რეგიონში განვითარებულ მოვლენებს ეხებოდა; ამასთან, ისინი შეთანხმდნენ დიალოგის გაგრძელებაზე.
- სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი 2024 წლის სექტემბერში ნიუ-იორკში, გაეროს 79-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვდნენ ერთმანეთს. როგორც განაცხადეს, „მნიშვნელოვან პროგრესს“ მიაღწიეს ორი ქვეყნის ურთიერთობების ნორმალიზების საქმეში.
- თურქული მედიის ცნობით, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა ნიკოლ ფაშინიანს აჩუქა თავისი წიგნი, რომლის სათაურია: „უფრო სამართლიანი სამყარო შესაძლებელია“. ეს წიგნი ერდოანმა 2021 წელს გამოსცა.
- 1991 წელს, სომხეთის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ორმა ქვეყანამ დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა. თუმცა 1993 წელს, ყარაბაღის პირველი ომის მიმდინარეობისას, ანკარამ ერევანთან ურთიერთობები გაწყვიტა.
- მას შემდეგ მხარეებს არ ჰქონიათ დიპლომატიური და კომერციული კავშირები.
- ყარაბაღის მეორე ომის (2020 წელს) დასრულების შემდეგ, 2021 წელს, ანკარამ და ერევანმა სპეციალური წარმომადგენლები დანიშნეს ურთიერთობათა ნორმალიზაციისათვის.