მესამე კვარტალში - ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში - ტელევიზიებმა კომერციული სარეკლამო შემოსავლებიდან, ჯამში, 29,3 მილიონი ლარი მიიღეს.
კომუნიკაციების კომისია აქვეყნებს იმ ექვსი ტელევიზიის უმსხვილეს დამკვეთებს, რომლებმაც ყველაზე მეტი შემოსავალი მიიღეს რეკლამებიდან.
ექვსეულში პირველ ოთხ ადგილს იკავებენ პროსახელისუფლებო ტელევიზიები: „იმედი“, „რუსთავი 2“, „პოსტვი“ და „ჯიდიესი“; მეხუთე-მეექვსე ადგილებზე კი ოპოზიციური „ტვ პირველი“ და „ფორმულა“ არიან.
ComCom-ის დღეს გამოქვეყნებულ სტატისტიკაში არ ჩანს სარეკლამო შემოსავლების ზუსტი ოდენობა, მხოლოდ თანხების შუალედია მითითებული - ოთხ კატეგორიად:
- 500 000 ლარზე მეტი;
- 100 000-დან 500 000 ლარამდე;
- 50 000-დან 100 000 ლარამდე;
- 7 000-დან 50 000 ლარამდე.
რაც შეეხება თითოეულ ტელევიზიას, სურათი ასეთია:
„იმედი“
„ტელეიმედის“ რეკლამის დამკვეთი კომპანიები, რომლებმაც III კვარტალში მაუწყებელს 500 000 ლარზე მეტი გადაუხადეს, იყვნენ:
- „მეამა“ - კომპანიის 90%-ს ფლობს ბიზნესმენი სულიკო ვარსემაშვილი;
- „სმარტ კაპიტალ ქონსალთენსი“ - ჩხარტიშვილების ოჯახის „სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ შვილობილი კომპანია;
- „ორბი ჯგუფი მილენიუმ“ - „ორბი ბათუმის“ შვილობილი კომპანია („ორბი ჯგუფი ბათუმის“ მფლობელი ზაზა ზოიძეა).
100 000-დან 500 000 ლარამდე:
- „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ - თემურ ჭყონიას კომპანია;
- „ვიმ ბილ დან საქართველო“ - ფლობს რუსული „ვიმ ბილ დანი";
- საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო;
- „პსპ ფარმა“ - 95%-ს ფლობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი;
- ცესკო;
- „აიდიეს ბორჯომი თბილისი“ - ფლობს Rissa Investments Limited-ი, 7%-ს სახელმწიფო;
- „ნესტლე საქართველო“ - შვეიცარიული „ნესტლეს“ (CHE) შვილობილი.
„რუსთავი 2“
500 000 ლარზე მეტი:
- „მეამა“
100 000-დან 500 000 ლარამდე:
- „ორბი ჯგუფი მილენიუმი“;
- „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“.
50 000-დან 100 000 ლარამდე:
- „ავერსი ფარმა“ - (ფლობენ ბიზნესმენები პაატა და ნიკოლოზ კურტანიძეები);
- „ვიმ ბილ დან საქართველო“;
- „აიდიეს ბორჯომი თბილისი“.
7 000-დან 50 000 ლარამდე:
- „პსპ ფარმა“;
- „ჯი ემ ფარმასიუთიქალს“ - კახა ოქრიაშვილის კომპანია;
- „მაგთიკომი“ - ფლობს ამერიკაში რეგისტრირებული ორი კომპანია, „ინტერნეიშენელ ტელსელ სელულარის“ (51%) და „ტელსელ უაერლეს კომპანი“ (49%), რომელიც დაკავშირებულია ბიზნესმენ გია ჯოხთაბერიძესთან;
- ცესკო.
GDS
500 000 ლარზე მეტი:
- „მეამა“;
- „სმარტ კაპიტალ ქონსალთენსი“.
100 000-დან 500 000 ლარამდე:
- „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“
7 000-დან 50 000 ლარამდე:
- „ვიმ ბილ დან საქართველო“;
- „აიდიეს ბორჯომი თბილისი“;
- „GlaxoSmithKline Consumer Healthcare Sp. z o.o“ - ბრიტანული ფარმაცევტული კომპანია (აწარმოებს კბილის პასტა პაროდონტაქსს);
- „კოლგეიტ პალმოლივი“;
- „ლაქტალის ჯორჯია“ - საერთაშორისო „ლაქტალისის“ შვილობილი;
- „ნესტლე საქართველო“;
- „იაკობზ დაუ ეგბერტს საქართველო“ (ყავის მწარმოებელი).
„პოსტივი“
500 000 ლარზე მეტი:
- „მეამა“
100 000-დან 500 000 ლარამდე:
- „ბუმბა“ - ფლობს გიორგი ჯამრიშვილი;
- „ჯეოკეპ“ - ამ ფირმის საბოლოო ბენეფიციარიც გიორგი ჯამრიშვილია;
- „ვისოლ ავტო ექსპრესი“ - ფხაკაძეების „ვისოლის“ შვილობილი;
- „ბუნებრივი აირი“ - შოთა და დავით დემინაშვილების კომპანია;
- „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ (KWT) - ფლობს ბიზნესმენი ზურაბ ჩხაიძე;
- „სტერეო +“ - „ევროპელი სოციალისტების“ ყოფილი დეპუტატის, დავით ზილფიმიანის ოჯახის კომპანია.
50 000-დან 100 000 ლარამდე:
- „შპს სოლუშენ გრუპი“;
- „ტიფლის ფაბი“ - ირაკლი კოტეტიშვილი (რესტორნების ქსელი).
7 000-დან 50 000 ლარამდე:
- „ჩემი ნენა“ - ფლობს ზურაბ ჩხაიძის KWT
"ტელეკომპანია პირველი"
500 000 ლარზე მეტი „ტვ პირველზე“ რეკლამაში მესამე კვარტალში არავის დაუხარჯავს.
100 000-დან 500 000 ლარამდე:
- „შპს მერკადო“ - კომპანიის 63%-ს ფლობს „კეპლერ ინვესტმენტსი“, რომლის მფლობელიც პატიმრობაში მყოფი ბიზნესმენი გიორგი ბაჩიაშვილია;
- „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“.
50 000-დან 100 000 ლარამდე:
- „პსპ ფარმა“;
- „გეოპლანტი“ - კომპანიის 28,3-28,3 პროცენტს ფლობენ ბადრი ჯაფარიძე და „ხაზარაძე ჰოლდინგი“.
7 000-დან 50 000 ლარამდე:
- „ალტა რითეილი“ - „ალტას“ შვილობილი ფირმა;
- „ვაზისუბნის მამული“ - ბადრი ჯაფარიძე და „ხაზარაძე ჰოლდინგი“;
- „პირველი მეღვინეობა“ - 70%-იან მფლობელად რეგისტრირებულია "ტვ პირველის" დამფუძნებლის, ვატო წერეთლის დედის, ნანული ხუნდაძის კომპანია „სამგორი 94“;
- „სილქნეტი“ - კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა „სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი;
- „ეკო ინვესტი“ - მფლობელია საქართველო-სლოვაკეთის ორმაგი მოქალაქე ნოდარ გიორგაძე ("ჯინო ჰოლდინგის" პრეზიდენტი);
- „ნოვა“ - სამშენებლო და სარემონტო პროდუქტების იმპორტიორი და მწარმოებელი კომპანია, ჰყავს 5 მფლობელი.
„ფორმულა“
500 000 ლარზე მეტი არც „ფორმულაზე“ არ დაუხარჯავს რომელიმე კომპანიას რეკლამაში.
100 000-დან 500 000 ლარამდე:
- „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“
50 000-დან 100 000 ლარამდე:
- „გეოპლანტი“;
- „ვაზისუბნის მამული“;
- „პსპ ფარმა“.
7 000-დან 50 000 ლარამდე:
- „თიბისი ბანკი“;
- „მერკადო“;
- „მაგთიკომი“;
- „ელდრაივი“ - სომხეთში რეგისტრირებული „სოლარავტოს“ (შემოჰყავს BYD-ის მანქანები) შვილობილი კომპანია;
- „პრო მედია“ - სარეკლამო კომპანია, რომლის მფლობელია მაია მეტრეველი;
- ცესკო.