საქართველო ევროვიზიის ფინალში ვერ გადავიდა

მარიამ შენგელია ევროვიზიის კონკურსს გამოეთიშა.

საქართველოს წარმომადგენელი მარიამ შენგელია ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ფინალში ვერ გავიდა - ის შვეიცარიაში მიმდინარე კონკურსს პირველივე ეტაპზე, ნახევარფინალში გამოეთიშა.

მარიამ შენგელია, - რომლის გამოსვლისას ანსამბლ „ერისიონის“ ოთხმა წევრმა „ხორუმი“ თეთრი დროშებით შეასრულა, - გამოვიდა ქართულ-ინგლისური სიმღერით, Freedom.

კონკურსში 37 ქვეყანა მონაწილეობს.

13 მაისს გაიმართა პირველი ნახევარფინალი, 15 მაისს კი - მეორე ნახევარფინალი.

კონკურსის წესების თანახმად, ფინალში გადასვლას წყვეტს მაყურებელი და არა ჟიური.

ფინალში გადავიდნენ:

  • შვეიცარია - მასპინძელი ქვეყანა;
  • „დიდი ხუთეული“ - საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ესპანეთი და გაერთიანებული სამეფო;

პირველი ნახევარფინალიდან:

  • ალბანეთი;
  • ესტონეთი;
  • ისლანდია;
  • ნიდერლანდი;
  • ნორვეგია;
  • პოლონეთი;
  • პორტუგალია;
  • სან-მარინო;
  • შვედეთი;
  • უკრაინა.

მეორე ნახევარფინალიდან:

  • ლიეტუვა;
  • ისრაელი;
  • სომხეთი;
  • დანია;
  • ავსტრია;
  • ლუქსემბურგი;
  • ფინეთი;
  • საბერძნეთი;
  • მალტა;
  • ავსტრალია.

კონკურსზე საქართველოს მიერ წარმოდგენილი სიმღერის კომპოზიტორია ქეთი გაბისიანი, ხოლო ტექსტი ბუკა კარტოზიას ეკუთვნის.

ასევე ნახეთ მესიჯი, ცხადია, მშვიდობაა, Freedom ჰქვია სიმღერას - მარიამ შენგელია „ევროვიზიაზე“