რუსეთში ძლიერდება ჟურნალისტური სოლიდარობა?
Your browser doesn’t support HTML5
21 ივნისს დაღესტნის სამი ყოველკვირეული გაზეთი გამოვიდა ერთნაირი პირველი გვერდით ჟურნალისტ აბდულმულინ გაჯიევის მხარდასაჭერად, რომელიც, კოლეგების აზრით,რუსეთის პოლიციას დაპატიმრებული ჰყავს ტერორიზმის დაფინანსების შეთითხნილი ბრალდებით. უფრო ადრე ანალოგიური აქცია ჩაატარა რუსეთის სამმა გამოცემამ, რამაც დიდი როლი ითამაშა „მედუზის“ ჟურნალისტის, ნარკოტიკის შენახვის შეთითხნილი ბრალდებით დაკავებული ივან გოლუნოვის, გათავისუფლებაში. რუსეთში, რომელიც ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა მედიის თავისუფლების მაჩვენებლით, ერთი თვის წინ ჟურნალისტების მასობრივ პროტესტს ჰქონდა ადგილი გაზეთ "კომერსანტში".