რასა იუკნევიჩიენეს განცხადებით, რეზოლუციას ემატება გარკვეული დეტალები, მათ შორის, ორი ზეპირი შესწორება.
„მოხდა [რეზოლუციის ტექსტის] განახლება, რათა ავსახოთ უახლესი მოვლენები, კერძოდ, ოპოზიციის თითქმის ყველა მთავარი ლიდერის დაკავება, რაც პოლიტიკურად მოტივირებულია, და ცნობილი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სამართლებრივი დევნა“, - განაცხადა მან.
როგორც ევროპარლამენტარმა პლენარულ სესიაზე განაცხადა, მოხდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ევროპარლამენტის პოზიციის განახლება:
„ოპოზიციის მთავარი ლიდერების დაპატიმრების გამო, მოახლოებული მუნიციპალური არჩევნები არ შეიძლება ჩაითვალოს თავისუფალ და სამართლიანად“.
ასევე ნახეთ თუ შეწყალებას მთხოვთ და არჩევნებზე კენჭს იყრით, შეგიწყალებთ - ყაველაშვილი დაპატიმრებულ ოპოზიციონერებსრაც შეეხება ზეპირ შესწორებებს, მომხსენებლის განცხადებით:
- პირველი ეხება მზია ამაღლობელს: „პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობას გაუარესებას, - ის კარგავს მხედველობას, არ იღებს სათანადო სამედიცინო მომსახურებას და პოლიტიკური მიზეზების გამო ციხეში რჩება“.
- მეორე შესწორება კი „ამკაცრებს ფორმულირებას, რომელიც ეხება ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმების გადახედვას“.
„ჩვენ მოვუწოდებთ დაუყოვნებლივი ზომების მიღებისკენ, რადგან საქართველომ აშკარად დაარღვია ძირითადი დემოკრატიული პრინციპები“, - განაცხადა პოლიტიკოსმა.
ამ კონტექსტში ახსენა მან ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შეჩერების შესაძლებლობა და თქვა, რომ ამაზე „პასუხისმგებლობა ეკისრება ივანიშვილსა და მის პარტიას“.
ასევე ნახეთ საქართველოზე მორიგ მწვავე რეზოლუციას განიხილავს ევროპარლამენტი - რაზე შფოთავენ, ვის ადანაშაულებენ, რას მოითხოვენ?- „ქართული ოცნების“ „რეჟიმის“ ლეგიტიმაციის არაღიარების გაგრძელება,
- ძალადობის ფაქტები,
- ახალი სანქციები,
- ახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა,
- თვითმმართველობის არჩევნების ტესტი...
ეს და სხვა აქცენტებია თავმოყრილი ევროპარლამენტის ახალი რეზოლუციის პროექტში, რომელიც, როგორც დღეს დააზუსტეს, 9 ივლისს სხდომაზე დაამტკიცებენ.
ტექსტში წერია, რომ “ვითარება საქართველოში მნიშვნელოვნად გაუარესებულია ევროკომისიის ბოლო ანგარიშის [2024 წლის 30 ოქტომბერს] გამოქვეყნების შემდეგ და ეს გაუარესება "ქართული ოცნების" ხელისუფლების ნაბიჯებმა გამოიწვია".
2024 წლის საპარლამენტო არჩევნები “გაყალბებულ არჩევნებად” არის მოხსენიებული.