ჟურნალისტი ნათია გოგსაძე „გზის გადაკეტვისათვის“ 5000 ლარით დააჯარიმეს

ნათია გოგსაძე 5000 ლარით დააჯარიმეს

„მთავარი არხის“ ჟურნალისტი ნათია გოგსაძე „გზის გადაკეტვისათვის“ 5000 ლარით დააჯარიმეს.

მას 2025 წლის 2 თებერვლის საქმეზე ედავებოდნენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას.

როგორც „მთავარი არხი“ იუწყება, მისი დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილება დღეს, 30 მაისს გამოაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა.

მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილი ესტონეთს, - 80-ზე მეტ თანამდებობის პირთან ერთად, - ჰყავს სანქცირებული.

  • ლელა ცაგარეიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მუშაობა მოსამართლის თანაშემწის პოზიციაზე 2015 წელს დაიწყო, მოსამართლედ 2020 წელს განაწესეს, უვადოდ - 2023 წლიდან. მოსამართლის კარიერამდე 5 წლის განმავლობაში შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტში მუშაობდა.
  • ცაგარეიშვილმა განიხილა გასული წლის მარტის აქციებზე დაკავებულების საქმეებიც, მათ შორის, დააჯარიმა გუკა რჩეულიშვილი და ბუკა პეტრიაშვილი.
  • იგი ასევე განიხილავდა პროევროპულ საპროტესტო აქციებზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული და ნაცემი დემონსტრანტების საქმეებს.
ასევე ნახეთ რა ვიცით მოსამართლეებზე, რომლებიც დაკავებული და ნაცემი დემონსტრანტების საქმეებს განიხილავენ

დემონსტრანტების გარდა, პოლიცია აჯარიმებს ჟურნალისტებსაც, იმის მიუხედავად, რომ ისინი პროფესიულ მოვალეობას ასრულებენ.

მაგალითად, OC Media-ს ფოტოგრაფი და რედაქტორი მარიამ ნიკურაძე „გზის გადაკეტვისთვის“ უკვე ოთხჯერ არის დაჯარიმებული - ჯამში 20 000 ლარით.

ასევე ნახეთ OC Media-ს ფოტოგრაფი „გზის გადაკეტვისთვის“ მეოთხედ დააჯარიმეს - ჯამში 20 000 ლარით