მაჩალიკაშვილი სუს-ს უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევისთვის უჩივის

Your browser doesn’t support HTML5

30 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ 2017 წლის 26 დეკემბერს პანკისში სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლების, აიზა მარგოშვილისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის სარჩელი. მშობლები მათი გარდაცვლილი შვილის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის საკითხზე დავობენ. 30 ოქტომბერს მოსამართლემ მალხაზ მაჩალიკაშვილის ახსნა-განმარტება მოისმინა და მომდევნო სხდომა, სადაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ანუ მოპასუხის სიტყვას მოისმენს, 2019 წლის 15 იანვარს დანიშნა. თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლების ინტერესებს სასამართლოში ადამიანის უფლების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი იცავს.