გიორგი: საქართველოში ჩემს დარჩენას აზრი არ ჰქონდა
Your browser doesn’t support HTML5
გერმანიის ქალაქ აიზენჰიუტენშტადტში მდებარეობს თავშესაფარი, რომელშიც ამჟამად 11 ქართველი იმყოფება. მათ არ ისურვეს ჩვენთან შეხვედრა, მაგრამ ბერლინში, ანონიმურობის დაცვით, ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დახმარებით შევხვდით და ვესაუბრეთ გიორგის. მას თავდაპირველად ვკითხეთ, თუ რამ აიძულა დაეტოვებინა სამშობლო და ეძებნა თავშესაფარი გერმანიაში.