გამოთხოვება ლიუდმილა ალექსეევასთან

Your browser doesn’t support HTML5

გამოთხოვება ლიუდმილა ალექსეევასთან

2008 წელს, აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოში სტუმრობისას, რუსმა უფლებადამცველმა ლიუდმილა ალექსეევამ ბოდიში მოიხადა რუსეთის მხრიდან აგრესიისათვის. ამ ამბავს ჰყვება ლევან ბერძენიშვილი, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა დისიდენტობის პერიოდში იცნობდა ალექსეევას - მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფის თანადამფუძნებელს, „სამიზდატის“ მბეჭდავს, დისიდენტურ მოძრაობაზე რადიოგადაცემებისა და წიგნების ავტორს, სახაროვისა და ჰაველის პრემიების ლაურეატს. ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება იბრძოდა რუსეთში თავისუფლებისათვის და მას მაინც ვერ მოესწროო, - ასეთი იყო ერთ-ერთი გამოხმაურება ცნობაზე 91 წლის ასაკში ლიუდმილა ალექსეევას გარდაცვალების შესახებ.

რადიო თავისუფლების სატელევიზიო გადაცემა "პერსპექტივაში" გესაუბრებით საქართველოს დასავლურ პერსპექტივაზე - იმაზე, თუ რა გვიშლის და რა გვიწყობს ხელს დემოკრატიის გზაზე. გადაცემაში წარმოგიდგენთ ადამიანებს, რომლებიც სამშობლოდან შორს, მაგრამ მაინც სამშობლოთი ცხოვრობენ. „პერსპექტივა“ კვირაობით 22:30 საათზე გადის ტელეკომპანია "პირველის" ეთერით და ჩვენს YouTube-ის არხზე.