ინფორმაცია თავდაპირველად ადგილობრივმა გამოცემა „სამხრეთის კარიბჭემ“ გაავრცელა.
გამოცემა იუწყება, რომ ადგილზე რეპორტიორის ცნობით, მცირეწლოვანი ბავშვის ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული.
ამასთან, გამოცემა ციტირებს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ახალციხის ბიუროს ექსპერტს, დავით მერაბიშვილს, რომლის თქმითაც ბავშვი 2 წლისაა.
ადგილზე ამ წუთებშიც მუშაობენ ექსპერტ–კრიმინალისტები.
შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით.
ეს მუხლი გულისხმობს „სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით“.
კანონის თანახმად, „სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით“ ისჯება ექვსი თვიდან ორ წლამდე შინაპატიმრობით ან ორიდან ოთხ წლამდე პატიმრობით.
სხვა დეტალები ჯერ უცნობია.