აუშვიცი: ადგილი, სადაც ქრებოდნენ ადამიანები და მათი სახელები

Your browser doesn’t support HTML5

75 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სსრკ-ის ჯარებმა აუშვიცის (ოსვენციმი) სიკვდილის ბანაკი გაათავისუფლეს პოლონეთში, მაგრამ მილიონზე მეტი დაღუპული ადამიანის სახელების დასადგენად მუშაობა კვლავ გრძელდება. აქ ისტორიკოსები გულდასმით აგროვებენ ინფორმაციას. ისინი იყენებენ ყველაფერს, მათ შორის სატრანსპორტო სიებს, ჩემოდნებზე დაწერილ ინიციალებს და გრაფიტის წარწერებს, რომლებიც ბანაკის კედლებზეა შემორჩენილი, იმისათვის, რომ დაადგინონ ნაცისტების მიერ დახოცილი ყველა ადამიანი.