ადამიანის უფლებების მდგომარეობა 2018 წელს

10 დეკემბერს რადიო თავისუფლების დილის საუბრების სტუმარი იყო მარიამ ზაქარეიშვილი, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი, ანალიტიკოსი. მან ილაპარაკა საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით არსებულ მდგომარეობაზე. მარიამ ზაქარეიშვილის თქმით, წინა წლებისგან განსხვავებით შეინიშნება ერთი სამწუხარო ტენდენცია, რაც უფლებადამცველების მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულებაში ვლინდება.

Your browser doesn’t support HTML5

მარიამ ზაქარეიშვილი: გამონათქვამები, სამოქალაქო სექტორის მისამართით აზარალებს საქართველოს დემოკრატიულობის ხარისხს

სამოქალაქო სექტორის მისამართით გამონათქვამები აზარალებს საქართველოს დემოკრატიულობის ხარისხს, ამბობს მარიამ ზაქარეიშვილი. ამასთან, მთავარ პრობლემად, მისი თქმით, რჩება გამოუძიებელი საქმეების გამოძიების საკითხი, სასამართლო ხელისუფლების და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის პრომლება. „იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები, განსხვავებული აზრის მიმართ შემწყნარებლები არ არიან“.

წელს თვალსაჩინოდ წარმოჩინდა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ზრდა და ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეების უფლებების შელახვა.