რადოვან კარაჯიჩს 40 წლით პატიმრობა მიესაჯა

Your browser doesn’t support HTML5

ყოფილი იუგოსლავიის საკითხების გაეროს საერთაშორისო ტრიბუნალმა, რომელსაც ჰააგაში უდევს ბინა, ბოსნიელ სერბთა ყოფილ ლიდერს, რადოვან კარაჯიჩს 40 წლით პატიმრობა მიუსაჯა სრებრენიცის გენოციდში მონაწილეობისთვის, 1990-იანი წლების შუაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი სხვა დანაშაულებისთვის.