ძლიერი წვიმით გამოწვეული წყალდიდობის გამო სამეგრელოს მუნიციპალიტეტებში დატბორილია საცხოვრებელი სახლები და სახნავ-სათესი მიწები, დანგრეულია რამდენიმე ხიდი და რაიონული ცენტრებიდან სოფლებისკენ მიმავალი გზები. სტიქიამ დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც ათასობით აბონენტს ენერგომომარაგება შეუწყდა. სამეგრელოს რეგიონში წყალდიდობას მსხვერპლი არ მოჰყოლია.