ტერაქტების პრევენცია სულ უფრო რთულდება

პლაკატები და ყვავილები თავდასხმის ადგილზე ბერლინში

დღევანდელი გადაცემის თემაა თავდასხმები თურქეთსა და გერმანიაში და საფრთხე, რომლის პრევენცია სულ უფრო რთულდება, მათ შორის, ნატოს უძლიერეს სახელმწიფოში.

Your browser doesn’t support HTML5

დაბრკოლების ზოლი

ორშაბათს პოლიციის თანამშრომელმა, 22 წლის მევლუთ მერთ ალტინტაშმა, თურქეთში რუსეთის ელჩი ანდრეი კარლოვი მოკლა. იმავე დღეს ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა ბერლინის ერთ-ერთ საშობაო ბაზრობაზე სატვირთო ავტომანქანა შეაჯახა და მოკლა 12 ადამიანი. ანკარა რუსი დიპლომატის მკვლელობას აშშ-ში მცხოვრები თურქი სასულიერო პირის, ფეთულა გიულენის, მომხრეთა მოწყობილად მიიჩნევს. გერმანია კი არ ჩქარობს ვინმეს დადანაშაულებას თავდასხმაში, რასაც ხელისუფლებამ ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა. გადაცემის პირველ ნაწილში, ჩვენს შეკითხვებს უპასუხებს ირაკლი კოპლატაძე, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, გადაცემის მეორე ნაწილში გერმანიიდან ბოლო ინფორმაციას მოგვაწვდის იქ მცხოვრები ჩვენი კოლეგა, თავისუფალი ჟურნალისტი ელენე ბოროდა.