ბათუმში, სოციალურ სახლად წოდებული შენობის დატოვებას საკუთარი ნებით არ აპირებს 60-მდე ადამიანი, რომლებმაც შენობა გასულ ღამით, უნებართვოდ დაიკავეს. მათ შორის არიან წალკიდან აჭარაში ახალახან დაბრუნებული მოქალაქეებიც. თავის მხრივ, ადგილობრივი ხელისუფლება განმარტავს, რომ შენობა განკუთვნილია ქობულეთსა და ხელვაჩაურში სტიქიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანებისთვის, რომლებსაც ბინები არჩევნების დასრულების შემდეგ უნდა გადაეცეთ.