რუსეთის რბილი ძალა და მისი სამიზნე

რუსეთის ე. წ. „რბილი ძალის“ შესახებ საუბარი დასავლეთში დიდი ხანია გასცდა სამეცნიერო კვლევის საზღვრებს და ეროვნული უსაფრთხოების რანგში ავიდა. მიჩნეულია, რომ რბილი ძალა ეყრდნობა საჯარო დიპლომატიას, კულტურულ თუ ეკონომიკურ ასპექტებს და საინფორმაციო ტექნოლოგიებს, რომელთა განეიტრალება განვითარებულ ევროპულ ქვეყნებსაც კი უჭირთ.