პოლონეთში დეპორტაციის შემდეგ მიხეილ სააკაშვილს თავისუფალი გადაადგილებისა და მოღვაწეობის შესაძლებლობა მიეცა ევროპაში, სადაც პოპულისტი პოლიტიკოსები ბოლო წლებში საკმაოდ იოლად ახერხებენ ყურადღების მიპყრობას მგრძნობიარე თემების მანიპულირებით. სააკაშვილს ევროპაში აქვს ფართო მანევრირების შესაძლებლობა, მაგრამ გულხელდაკრეფილი არც მისი მოწინააღმდეგეები არიან.