კერძოდ, ვრცელი, 219-პუნქტიანი დეკლარაციის 68-ე პუნქტით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს სირიის მთავრობას:
- „გაიწვიოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის, „დამოუკიდებლობის“ აღიარება;
- გაიწვიოს უკრაინის რეგიონების, დონეცკისა და ლუჰანსკის, „დამოუკიდებლობის“ აღიარება;
- აღიაროს საქართველოს და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა“.
მცირე ხნით ადრე, 25 ივნისს, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ოლეგ ბარციცი „სამუშაო ვიზიტით“ იმყოფებოდა სირიაში. დე ფაქტო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მას თან ახლდა მოადგილე ირაკლი ტუჟბა.
ასევე ნახეთ ოკუპირებული აფხაზეთის "საგარეო მინისტრი" სირიაში იმყოფებამანამდე, 18 ივნისს, „ქართული ოცნების“ ლიდერების, შალვა პაპუაშვილისა და ნიკოლოზ სამხარაძის თურქეთში ვიზიტისას, საქართველოს ხელისუფლებამ თურქულ მხარეს სთხოვა სირიასთან შუამდგომლობა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების გაწვევასთან დაკავშირებით.
ასევე ნახეთ თურქეთს შუამდგომლობა ვთხოვეთ, რათა სირიამ გაიწვიოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება - სამხარაძეერთი თვით ადრე კი, 17 მაისს, ამერიკელმა კონგრესმენმა, „მეგობარი აქტის“ თანაავტორმა ჯო უილსონმა განაცხადა, რომ სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს სთხოვა, სირიამ გაიწვიოს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების „დამოუკიდებლობის“ აღიარება.
ასევე ნახეთ სირიის საგარეო მინისტრს ვთხოვე, აღიაროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა - კონგრესმენი უილსონი2025 წლის 31 იანვარს ოთხმა პოლიტიკურმა პარტიამ საქართველოდან, - რომლებიც არ აღიარებენ „ქართული ოცნების“ გამარჯვებას სადავო საპარლამენტო არჩევნებში, - ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის ჩამოშლის შემდეგ შექმნილ ტრანზიციულ მთავრობას მიმართა ამავე მოწოდებით.
ასევე ნახეთ ოთხი პარტია სირიის ლიდერს მიმართავს, გაიწვიოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებადღეს მიღებული დეკლარაციით, ასევე, საქართველოზე ცალკე მიღებული რეზოლუციით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ ხაზი გაუსვა ცვლილებებს საქართველოს საგარეო პოლიტიკაში და შეშფოთება გამოხატა „რუსეთის ფედერაციასთან და ჩინეთთან კავშირების განმტკიცების გამო“ - „საქართველოს დეკლარირებული ევროპული მისწრაფებების კონტექსტში“.
დეკლარაციამ კი მოითხოვა საქართველოში „პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება“, „რუსული სტილის ყველა კანონის გაწვევა“ და ახალი, სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.
ასევე ნახეთ OSCE PA: დაინიშნოს არჩევნები, გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები, რუსეთთან და ჩინეთთან კავშირები შემაშფოთებელია