ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე თბილისში. 2012 წლის 17 მაისი
17 მაისს, ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს, უმცირესობათა დამცველები მთელ მსოფლიოში განსხვავებულად აღნიშნავენ. საქართველოში რამდენიმე წელია უკვე ეს დღე აღინიშნება, თუმცა - არამხოლოდ აქციებით. ჰომოფობიის პრობლემით კინოდოკუმენტალისტებიც დაინტერესდნენ. კინორეჟისორ ლია ჯაყელის ფილმი “დედა, მამა, მე გეი ვარ” ჰომოფობიის დღის შარშანდელი აღნიშვნის კადრებით იწყება. საგულისხმოა “სტუდია მობილის” ეს ახალი სურათი.