საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე ოპტიმიზაციის მიმართ საზოგადოება თავიდანვე ნეგატიურად განეწყო. ამის მიზეზი არა მხოლოდ პროცესის თანამდევი მტკივნეული საშტატო რეორგანიზაცია აღმოჩნდა, არამედ სამხედრო უწყების თავდაჯერებულობა, რომ მის ჩანაფიქრს საზოგადოება უფრო სწორად აღიქვამდა, ვიდრე ოპონენტებისას. და მაშინაც, როდესაც სამხედრო უწყებამ დახურულად გამოაცხადა ოპტიმიზაციის თემა, საზოგადოებასა და მედიაში არ წყდება მსჯელობა იმაზე, თუ რამდენად ჰუმანურად, სამართლიანად და საჯაროდ წარიმართა პროცესი, რასაც, საბოლოო ჯამში, არმიიდან 2 250 სამოქალაქო და სამხედრო პირის განთავისუფლება მოჰყვა. „საკითხები ძალიან ბევრია. სამწუხაროდ, არავინ ცდილობს, რომ შეკითხვებს სრულფასოვანი პასუხები გასცეს, რაც ინფორმაციულ ვაკუუმს იწვევსო“, აღნიშნა სამხედრო მიმომხილველმა გიორგი ცხვიტავამ რადიო თავისუფლებასთან საუბარში.
Your browser doesn’t support HTML5
გიორგი ცხვიტავა: ოპტიმიზაცია ბევრ შეკითხვას ბადებს