ელდარ საგანელიძე: პრეზიდენტმა ტრამპმა წარმატება მისურვა მომავალ კარიერაში

საქართველოს შეიარაღებულ ძალებს სულ მალე აშშ-ის პრესტიჟული სასწავლებლის კურსდამთავრებული კიდევ ერთი უმცროსი ოფიცერი შეემატება. ქართველ კადეტ ელდარ საგანელიძეს პირადად აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გადასცა უმაღლესის სამხედრო სასწავლებლის, კონექტიკუტის შტატში მდებარე სანაპირო დაცვის აკადემიის დამამთავრებელი დიპლომი. ელდარ საგანელიძემ წარმატებით დაასრულა ამ აკადემიის 200-კვირიანი კურსი, გაიჩინა მრავალი მეგობარი და, რაც მთავარია, ამერიკაში იპოვა გულისწორი, რომელთან ერთად მალე ჩამოვა საქართველოში და ჯვარს დაიწერს.

Your browser doesn’t support HTML5

ელდარ საგანელიძე: პრეზიდენტმა ტრამპმა წარმატება მისურვა მომავალ კარიერაში