დოკუმენტს ხელი მოეწერა 1 დეკემბერს, ის დღესვე შედის ძალაში და იმოქმედებს 2026 წლის 14 სექტემბრამდე.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ ჩინეთის მოქალაქეებს უფლება ექნებათ შევიდნენ და რუსეთში დარჩნენ არაუმეტეს 30 დღისა სტუმრის სტატუსით ან საქმიანი ვიზიტით, ტურისტებად, მონაწილეობა მიიღონ სამეცნიერო, კულტურულ, სოციალურ-პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სპორტულ ღონისძიებებში, ასევე რუსეთის გავლით სატრანზიტო მოგზაურობა განახორციელონ.
პუტინის ბრძანებულება არ გავრცელდება ჩინეთის მოქალაქეებზე, რომლებიც რუსეთში სამსახურებრივი საქმიანობის, მათ შორის ჟურნალისტური სამუშაოს განსახორციელებლად, განათლების მისაღებად, საცხოვრებლად ან ვინც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქეების საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვას აწარმოებს. ბრძანებულება შეეხება ასევე თარჯიმნებს, რომლებიც თან მიჰყვებიან ასეთ სატრანსპორტო საშუალებებს.
რუსეთის ტუროპერატორების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა მაია ლომიძემ განაცხადა, რომ უვიზო რეჟიმის შემოღების შემდეგ ჩინეთიდან რუსეთში ტურისტების ნაკადი მინიმუმ 30%-ით გაიზრდება, „პირველ რიგში სასაზღვრო რეგიონებსა და შორეულ აღმოსავლეთში“.
15 სექტემბერს ჩინეთმა რეგულარული საერთაშორისო პასპორტების მქონე რუსეთის მოქალაქეებისთვის შემოიღო ერთწლიანი საცდელი უვიზო რეჟიმი. რუსებს შეეძლებათ ჩინეთში ვიზის გარეშე 30 დღემდე დარჩენა შეეძლებათ ბიზნესის, ტურიზმის, ნათესავების ან მეგობრების მონახულების ან გაცვლითი ვიზიტების მიზნით ქვეყანაში შესვლის შემთხვევაში. ჩინეთის ხელისუფლებამ ამის შესახებ განაცხადა პეკინში პუტინის ვიზიტის დროს, სექტემბრის დასაწყისში. ოქტომბრის დამდეგს პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი ამას ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებით უპასუხებდა.
ასევე ნახეთ მაღაროებიდან მზის ელექტროსადგურებამდე - ჩინური პროექტები ბალკანეთში იშვიათ სამართლებრივ ზღუდეებს აწყდება