25 ნოემბერს, დილის შვიდი საათისთვის როსტოვის ოლქის გუბერნატორ იური სლიუსარის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ ქალაქ ტაგანროგში და ნეკლინოვსკის რაიონში მსხვერპლია. გუბერნატორის თანახმად, დაიღუპა 3 ადამიანი. მათგან 2 მძიმე ტრავმების გამო საავადმყოფოში გარდაიცვალა. მანამდე სლიუსარი 10 დაშავებულის შესახებ იუწყებოდა.
ტაგანროგის მერის, სვეტლანა კამბულოვას ინფორმაციით, ქალაქში დაზიანებულია ორი მრავალბინიანი და ერთი კერძო სახლი, კოლეჯის და საბავშვო ბაღის შენობები და ორი საწარმო.
როსტოვის ოლქის გუბერნატორ იური სლიუსარის ცნობით, ქალაქ ტაგანროგის სამრეწველო ზონაში ხანძარი გაუჩნდა სასაწყობე შენობას. გუბერნატორს არ დაუკონკრეტებია რომელი საწარმოს შენობა იწვის. რუსლი და უკრაინული ტელეგრამ-არხების ინფორმაციით, დრონებით შეტევის სამიზნე იყო ტაგანროგთან მდებარე სამხედრო აეროდრომი. სხვა წყაროებით ეს ცნობები ჯერჯერობით დაუდასტურებელია.
განახლება: ქალაქ ტაგანროგის მერმა სვეტლანა კამბულოვამ ტელეგრამ-არხით გაავრცელა შეტყობინება, რომ „დაზიანებული სახლებისა და დაწესებულებების საზღვრებში შემოღებულია ლოკალური საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი“.
ასევე ნახეთ მსხვერპლი, ნგრევა, ხანძრები - რუსეთის ჯარებმა კიევს დაარტყესდრონებით „ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი და მასირებული შეტევის“ შესახებ იუწყება კრასნოდარის მხარის გუბერატორი ვენიამინ კონდრატიევი. მისი ინფორმაციით, დაშავდა 6 ადამიანი, დაზიანებულია სულ მცირე 20 სახლი.
კრასნოდარის მხარის მუნიციპალიტეტების ტელეგრამ-არხებით გავრცელებული ცნობების მიხედვით, დრონებით შეტევა იყო ქალაქების, კრასნოდარის, ნოვოროსიისკის, ტუაფსეს და გელენჯიკის რაიონებში.
დროებით დახურეს კრასნოდარის, სოჭის და გელენჯიკის აეროპორტები.
განახლება: 25 ნოემბერს, დღისით უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლობამ განაცხადა, რომ თავდაცვის ძალებმა უკრაინული ფრთოსანი რაკეტებით „ნეპტუნი“ და რეაქტიული უპილოტო საფრენი აპარატებით „ბარსი“ რუსეთის ქალაქ ტაგანროგში დაარტყეს სამხედრო დანიშნულების ორ ქარხანას, ხოლო ნოვოროსიისკსა და ტუაფსეში ნავთობის ტერმინალს და ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას.
ასევე ნახეთ სამშვიდობო ჩარჩო უკრაინისთვის - რით განსხვავდება შეთანხმების ამერიკული და ევროპული პროექტები, რა სურს მოსკოვს და რას ელის ტრამპი?რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დილით განაცხადა, რომ 24 ნოემბრის ღამის თერთმეტი საათიდან 25 ნოემბრის დილის შვიდ საათამდე გაანადგურეს 249 უკრაინული დრონი, მათგან 116 შავი ზღვის თავზე, 76 კრასნოდარის მხარეში და 16 როსტოვის ოლქში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, როგორც წესი, არ ასახელებს მოუგერიებელი დრონების რაოდენობას. მას არაფერი უთქვამს უკრაინული რაკეტების შესახებაც.