Reuters-ის წყარო - აშშ უკრაინას სთავაზობს ომის დასასრულებლად ტერიტორიისა და იარაღის დათმობას

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი (მარცხნივ) მასპინძლობს უკრაინელ კოლეგა ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრ სახლში. 17 ოქტომბერი, 2025 წელი

აშშ-მა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიანიშნა, რომ უკრაინამ უნდა მიიღოს რუსეთთან ომის დასასრულებლად აშშ-ის მიერ შემუშავებული წინადადება.

სააგენტო Reuters-ი იმოწმებს ამ საკითხთან დაკავშირებულ ორ პირს, რომელთა თანახმად, წინადადება გულისხმობს კიევის მიერ ტერიტორიებისა და გარკვეული იარაღის დათმობას.

წყაროებმა, რომლებმაც ვინაობის დამალვა ითხოვეს, განაცხადეს, რომ წინადადებები სხვა საკითხებთან ერთად მოიცავს უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის შემცირებასაც. წყაროების ცნობით, ვაშინგტონს სურს, რომ კიევმა შეთავაზების ძირითადი პუნქტები მიიღოს.

ასევე ნახეთ Axios: აშშ საიდუმლოდ მუშაობს უკრაინაში ომის შეწყვეტის ახალ გეგმაზე