მიხეილ ყაველაშვილმა სომხეთის პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანთან ერთობლივ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ საქართველო და სომხეთი არსებული გლობალური დაძაბულობის მიუხედავად, განაგრძობენ პოლიტიკური, ეკონომიკური და ხალხთაშორისი ურთიერთობების გაღრმავებას.
ხაზი გაუსვა ქვეყნებს შორის 2024 წელს გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ 2025 წელი "განსაკუთრებით ნაყოფიერია ორმხრივი კავშირების განმტკიცების თვალსაზრისით".
მან ისაუბრა საუკუნოვანი მეგობრობაზე, საერთო ღირებულებებსა და ნდობაზე, რაც ქვეყნებს აერთიანებს და მადლობა გადაუხადა სომხეთს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ორი ქვეყანა აქტიურად თანამშრომლობს როგორც ორმხრივ ფორმატებში, ისე მრავალმხრივ პლატფორმებზეც.
მიხეილ ყაველაშვილმა ბრიფინგზე განსაკუთრებულად აღნიშნა ვაშინგტონში, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 8 აგვისტოს მიღწეულ სამშვიდობო შეთანხმება, რომელსაც „მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი“ უწოდა რეგიონული სტაბილურობისთვის. მისი თქმით, ეს „ისტორიული შეთანხმება სამხრეთ კავკასიის გრძელვადიანი განვითარებისთვის ახალ პერსპექტივებს აჩენს“.
მან გაიმეორა, რომ „საქართველო კვლავ მზადაა საკუთარი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების საქმეში“, - და დაამატა, რომ "თანამშრომლობა, მეგობრობა და პარტნიორობა ჩვენს ქვეყნებს შორის ჩამოყალიბებული სამაგალითო ურთიერთობების სულისკვეთებით გაგრძელდება“.
ასევე ნახეთ ყაველაშვილი ერევანში ფაშინიანთან დაპირისპირებულ პატრიარქს შეხვდაერთობლივ ბრიფინგზე საქართველო-სომხეთს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება სომხეთის პრეზიდენტმა; ასევე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეულ სამშვიდობო შეთანხმებაზე.
ხაჩატურიანის თქმით, განიხილეს ეკონომიკური, კულტურული, საგანმანათლებლო, ახალგაზრდების საკითხები.
ასევე ნახეთ მიხეილ ყაველაშვილი სომხეთში ვაჰაგნ ხაჩატურიანს და ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა"ასევე, განვიხილეთ რეგიონული საკითხები, შევეხეთ 8 აგვისტოს გაფორმებული სამშვიდობო ხელშეკრულების საკითხს და ეკონომიკური საკითხების განვითარებას, რაც თანხვედრაშია სომხეთის რესპუბლიკის მიერ წარმოდგენილ მშვიდობის ხელშეკრულებასთან. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მეტად მნიშვნელოვანია ჩვენი ურთიერთთანამშრომლობა, რომელიც სუვერენიტეტის, იდენტობის და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე დგას. დარწმუნებული ვარ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარება სამხრეთ კავკასიას აქცევს ძალიან მიმზიდველ ლოგისტიკურ ცენტრად“, - განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა.
ასევე ნახეთ საერთო მშვიდობა, ერთი სამეზობლო, ორი გზა - სომეხი მინისტრი თბილისშისომხეთის პრეზიდენტი საქართველოს ეწვია დელეგაციასთან ერთად, რომლის შემადგენლობაში შედიან: სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვაჰან კოსტანიანი, ეკონომიკის მინისტრი გევორგ პაპოიანი და მოადგილე არმან ხოჟოიანი, სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში აშოტ სუმბატიანი, სომხეთის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ხაჩატურ პოღოსიანი და ეროვნული ასამბლეის წევრი შირაკ ტოროსიანი.