ხელმოწერის ცერემონია დღეს, 17 ნოემბერს გაიმართა პარიზის მახლობლად მდებარე სამხედრო ბაზაზე.
სააგენტო AFP პრეზიდენტ მაკრონის ადმინისტრაციასთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ დღეს ხელმოწერილი დოკუმენტის მიზანია სამხედრო მრეწველობის სფეროში საფრანგეთის მოწინავე გამოცდილება უკრაინის თავდაცვის სამსახურში ჩადგეს და კიევს მისცეს რუსეთის აგრესიისთვის პასუხის გასაცემად საჭირო სისტემების შეძენის შესაძლებლობა.
ხელმოწერის შემდეგ პრეზიდენტმა ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკრაინა თავისი არმიისთვის საფრანგეთისგან შეიძენს 100 გამანადგურებელს, Rafale.
ასევე ნახეთ “ეს იქნება ძალიან, ძალიან რთული პერიოდი” - ნილ ჰაუერი. უკრაინის ფრონტის რეალობაუკრაინის პრეზიდენტი საფრანგეთში საბერძნეთიდან ჩავიდა, 18 ნოემბერს კი ესპანეთს ეწვევა.