„გიზო ჟორდანიას შვილი“ - ასე წარადგენენ ხოლმე, მაგრამ ის საკუთარი სახელით საუბრობს. ირინას სახელოვან მამაზე საუბარს, ურჩევნია ილაპარაკოს ქართველი კინემატოგრაფისტების ბოიკოტსა და თავის ახალ ფილმზე - „ჰაერი ლურჯი აბრეშუმია“.
ირინა ჟორდანია - „შვილის“ ახალი სეზონის პირველი გმირი ყვება კინოს, დუმილისა და სუნთქვის ისტორიას.