როგორც იწყების მიერ 12 ნოემბერს, 20:26 წუთზე გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, გადაწყვეტილება მისი პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ მკურნალი ექიმის დასკვნას ეფუძნება.
"მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და მას აღარ ესაჭიროება სტაციონარული მკურნალობა, ის გამოწერილ იქნა სამოქალაქო სექტორის კლინიკიდან და დაბრუნდა N12 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც საერთო წესით გააგრძელებს სასჯელის მოხდას", - ნათქვამია პენიტენიურის განცხადებაში.
მიხეილ სააკაშვილი, რომელიც არაერთ სისხლის სამართლის საქმეშია ბრალდებული და მათგან რამდენიმეში უკვე მსჯავრდებულიც, საქართველოში 2021 წლის თვითმმართველობის არჩევენებამდე ერთი დღით ადრე დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერსვე დააკავეს.
ციხეში შიმშილობის შემდეგ სააკაშვილი ჯერ ციხის კლინიკაში, შემდეგ გორის სამხედრო ჰოსპიტალში, ბოლოს კი კლინიკა ვივამედში გადაიყვანეს. ვივამედში ის 2022 წლის 12 მაისის შემდეგ იმყოფებოდა.
ასევე ნახეთ ექსპრეზიდენტის 5 საქმე და 4 საპატიმრო განაჩენი ასევე ნახეთ როგორ მართავს პატიმარი სააკაშვილი პარტიას და ფეისბუკს