"საქართველოს ხელისუფლებამ მოახერხა არჩევნების დროს ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციისკენ მიმართული დესტრუქციული ქმედებებისათვის წინააღმდეგობის გაწევა. რა თქმა უნდა, ხელისუფლების მდგრადობა დასაფასებელია - მათ ნამდვილად დაიცვეს საქართველოსა და ქართველი ხალხის ინტერესები“, - თქვა მან.
მოსკოვში არაერთხელ შეუქიათ თბილისი „სუვერენიტეტის დაცვის“, „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონების მიღებისა და ე.წ. ლგბტ პროპაგანდის აკრძალვისთვის. რუსი პოლიტიკოსების გზავნილები ხშირად ემთხვევა „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებებს.
დსთ-ს უშიშროების საბჭოს მდივნების შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას, შოიგუმ გააკრიტიკა მოლდოვის ხელისუფლება, რომელმაც, მისი თქმით, „რუსეთში მცხოვრებ მოლდოვის მოქალაქეებს ხმის მიცემის საშუალება არ მისცა, იმით, რომ მოსკოვში მხოლოდ ორი საარჩევნო უბანი გახსნა“.
ასევე ნახეთ მოსკოვისა და თბილისის „მეგობრობის“ გზასომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დარეგულირების პროცესის კომენტირებისას, შოიგუმ თქვა, რომ „ამიერკავკასიაში სიტუაცია გაცილებით სტაბილური გახდა“.
„ბევრს შეიძლება შეექმნას შთაბეჭდილება, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც მერვე ან მეცხრე კონფლიქტი მოაგვარა, შეერთებული შტატები იყო“, - აღნიშნა მან და დაამატა, რომ „რუსეთმა გააკეთა ყველაფერი სიტუაციის სტაბილურობის შესანარჩუნებლად“.
ასევე ნახეთ „სამშობლოს ძალა“ გიხმობს - როგორ ცდილობს რუსეთი, უკრაინის წინააღმდეგ ომში ქართველები მიიზიდოს ასევე ნახეთ “დიდი კომპრომისების დრო” რუსეთთან - რა აქვთ ჩაფიქრებული მამუკა ფიფიასა და კრემლის სხვა მომხრეებს საქართველოში?