დღეს, 3 ნოემბერს, დააკავეს პედაგოგი მანანა ჯავაშვილი, მისი ორი ვაჟი - გიგა და ლადო წიბახაშვილები - და ასევე მანანა ჯავაშვილის და ეკა ჯავაშვილი.
მანანა ჯავაშვილი სახლთან დააკავეს, გიგა წიბახაშვილი კი სასამართლოსკენ მიმავალი ავტომობილიდან გადაიყვანეს, მისი დაკავების ვიდეო მეგობარმა სოციალური ქსელით გაავრცელა.
ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში მანანა ჯავაშვილის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე სასამართლო სხდომა მიმდინარეობს.
დაკავებულებს, სავარაუდოდ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას ედავებიან.
ასევე ნახეთ დაპატიმრებულმა დემონსტრანტმა ზურაბ მენთეშაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა - მას ბრალი წარუდგინესწინა ხუთი დღის განმავლობაში - 27-დან 31 ოქტომბრის ჩათვლით - რუსთაველზე საპროტესტო დემონსტრაციების 29 მონაწილე დააკავეს. 28 მათგანი - ადმინისტრაციული წესით.
მათ შსს ედავება რუსთაველის გამზირის „უკანონოდ გადაკეტვას“ - რაც, ორ კვირაზე მეტია, გამკაცრებულად ისჯება, პირდაპირ ადმინისტრაციული პატიმრობით, ჯარიმის გარეშე.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ 16 ოქტომბერს გაამკაცრა, ერთი წლის განმავლობაში გზის განმეორებით გადაკეტვა სისხლის სამართლის წესით ისჯება - ერთ წლამდე ვადით პატიმრობით.