თბილისის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ლაშა ჯოხაძე გოგა მემანიშვილმა შეცვალა

ლაშა ჯოხაძე (მარცხნივ), გოგა მემანიშვილი

თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე გოგა მემანიშვილი დაინიშნა.

მან ამ ადგილზე ლაშა ჯოხაძე ჩაანაცვლა, რომლის წასვლის შესახებაც ცნობები რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. ოფიციალური ცნობით, მან თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა

ინფორმაცია რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს

ლაშა ჯოხაძე თბილისის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე 5 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა. მისი მოადგილე კი სწორედ, გოგა მემანიშვილი იყო.

ასევე ნახეთ თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსმა თანამდებობა დატოვა

გოგა მემანიშვილს პროევროპული აქციის მონაწილეები კარგად იცნობენ. ის აქტიურად მონაწილეობდა დედაქალაქში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს საპოლიციო ღონისძიებებში, მათ შორის, დაკავებაში.

ვახტანგ გომელაურის გადადგომის შემდეგ, შს მინისტრის პოსტს იკავებს გელა გელაძე, რომელმაც შეცვალა მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტების ხელმძღვანელთა ნაწილი.