ერევანში დაიკარგა წარმოშობით ჩეჩენი, ოჯახიდან ძალადობას გამოქცეული ქალი

აიშატ ბაიმურადოვა

ერევანში დაიკარგა წარმოშობით ჩეჩენი ქალი, აიშატ ბაიმურადოვა - რომელიც ოჯახში ძალადობას იყო გამოქცეული და ერთ-ერთი უფლებადამცველი ფონდის დახმარებით სარგებლობდა. ქალის მეგობრები შიშობენ, რომ იგი გაიტაცეს და ძალით დააბრუნეს სახლში.

მეზობლებმა აიშატი უკანასკნელად ნახეს 15 ოქტომბერს - იგი ინსტაგრამით გაცნობილ ქალ მეგობართან შესახვედრად წავიდა და აღარ დაბრუნდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ სოციალურ ქსელებში ახალგაზრდა ქალის გამომწერებს შორის იყვნენ "კადიროვის გარემოცვის წევრები" - წერს დანილ ჩებიკინი, ომსკელი აქტივისტი, რომელიც ამჟამად ერევანში ცხოვრობს. ვისზეა კონკრეტულად საუბარი დაზუსტებული არ არის.

სატელეფონო ზარებს და შეტყობინებებს არც ბაიმურადოვა პასუხობს და არც მეგობარი, რომელსაც ის უნდა შეხვედროდა - იუწყება ჯგუფი "СК SOS".

ბაიმურადოვას მეგობრებმა პოლიციას მიმართეს მისი გაუჩინარების თაობაზე.

ასევე ნახეთ "მაინც საფრთხეშია, შესაძლოა ისევ იპოვონ" - ჩეჩნეთიდან საქართველოში გამოქცეული გოგოს ამბავი
ასევე ნახეთ „კაცი ქალს არ უნდა მოემსახუროს“ - ჩრდილო-კავკასიაში არაკაცურ პროფესიებს ებრძვიან
ასევე ნახეთ ჩეჩნეთში გატაცებები ყოველდღიური ყოფის ნაწილად იქცა


ასევე ნახეთ ჰარამხანა, ფსბ-თან მეგობრობა, კორუფცია და მკვლელობები. კადიროვის ოჯახი და ვერტიკალი