„საქართველოში ოფიციალური ვიზიტით გათვალისწინებული პროგრამის გარდა, მინისტრი ელინა ვალტონენი შეუერთდა ანტისამთავრობო აქტივისტთა მცირე ჯგუფის მიერ ორგანიზებულ ქუჩის აქციას და გააკეთა განცხადება, რომელიც საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა“, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
უწყების მიერ რადიო თავისუფლებისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ამ მიმართვაში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ელინა ვალტონენი დადანაშაულებულია „შეცდომაში შემყვანი“ განცხადებების გაკეთებასა და „მანდატის ბოროტად გამოყენებაში“.
„[ეს] აზიანებს ნდობასა და მოსალოდნელ ნეიტრალიტეტს“, - წერია განცხადებაში.
ეუთოს თავმჯდომარის ვიზიტი საქართველოში
14 და 15 ოქტომბერს საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ელინა ვალტონენი, რომელიც ამავდროულად ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრია. 14 ოქტომბერს, „ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის შემდეგ, ის შეუერთდა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას, რომელიც გასული წლის 28 ნოემბრიდან იმართება.
ასევე ნახეთ „ჩვენთვის საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობა მნიშვნელოვანია“ - ბოჭორიშვილი ეუთოს თავმჯდომარეს შეხვდა14 ოქტომბერს ის თბილისში შეხვდა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, 15 ოქტომბერს კი საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა.
ასევე ნახეთ ელინა ვალტონენის საქართველოში ვიზიტის დასრულების შესახებ ეუთო ინფორმაციას ავრცელებს15 ოქტომბერს კობახიძის პრესსამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რუსთაველის გამზირზე ყოფნის გამო „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა მასთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა.
ასევე ნახეთ კობახიძემ გააუქმა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა „კანონსაწინააღმდეგო მიტინგში“ მონაწილეობის გამოფინური გამოცემის, Helsingin Sanomat-ის ინფორმაციით, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თავად გააუქმა ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა და ამის შესახებ სამშაბათს, 14 ოქტომბერს ღამით აცნობა კიდეც მასპინძელ მხარეს.
Helsingin Sanomat-ს ელინა ვალტონენმა სატელეფონო კომენტარში განუმარტა, რომ მისი „შეხვედრა პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან გაუქმდა არა საქართველოს ინიციატივით, არამედ ფინეთის ინიციატივით, განრიგში ცვლილების გამო და ქართველებს ამის შესახებ წინა ღამით ეცნობათ“.
ასევე ნახეთ ირაკლი კობახიძის შეხვედრა ელინა ვალტონენთან არა მასპინძლის, არამედ სტუმრის ინიციატივით გაუქმდა - ფინური გამოცემა Helsingin Sanomatდღეს, 16 ოქტომბერს კი ცნობილი გახდა, რომ 14 ოქტომბრის აქციაზე ყოფნის გამო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი 5000 ლარით დააჯარიმა - მას ედავებიან „გზის ხელოვნურად გადაკეტვას“.