ეუთოს თავმჯდომარე პარლამენტთან დემონსტრანტებს შეხვდა

ეუთოს თავმჯდომარე პარლამენტთან დემონსტრანტებს შეხვდა

ეუთოს თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი პარლამენტთან შეკრებილ დემონსტრანტებს შეხვდა. მას თან ახლდნენ დელეგაციის წევრები.

„მშვიდობიანი მომიტინგეები შეიკრიბნენ საქართველოს დედაქალაქ თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, რათა გამოხატონ თავიანთი შეშფოთება ქვეყანაში რეპრესიული მიმართულების გამო. მათ აქვთ დემოკრატიის, გამოხატვის თავისუფლებისა და ადამიანის ძირითადი უფლებების სრული უფლება“, - წერს სოციალურ ქსელ X-ში ელინა ვალტონენი.

ასევე ნახეთ „ჩვენთვის საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობა მნიშვნელოვანია“ - ბოჭორიშვილი ეუთოს თავმჯდომარეს შეხვდა


ელინა ვალტონენი 13-15 ოქტომბერს სამ ქვეყანაში აზერბაიჯანში, სომხეთსა და საქართველოში მართავს შეხვედრებს მაღალი დონის ოფიციალურ პირებთან. საქართველოს შემთხვევაში ყურადღება გამახვილდა 2008 წლის ომის შედეგებზე. ის ხვალ, 15 ოქტომბერს საოკუპაციო ხაზთან ჩავა.