„ალტერნატივა გერმანიისთვის“, რომელიც რუსეთისადმი დადებითი დამოკიდებულებით გამოირჩევა, ბოლო ხანს რიტორიკის შემსუბუქებას და კრემლისგან დისტანცირებას ცდილობს.
სექტემბრის ბოლოს სანქტ-პეტერბურგში გაიმართა „მართლმადიდებელი ოლიგარქის“, კონსტანტინ მალოფეევისა და კრემლის კიდევ ერთი პროპაგანდისტის, ფილოსოფოს ალექსანდ დუგინის მიერ ორგანიზებული „ანტიგლობალისტების საერთაშორისო ლიგის, „პალადინის“ დამფუძნებელი კონფერენცია".
მასში მონაწილეობდნენ ულტრამემარჯვენე და ფაშისტური ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროპის სახელმწიფოებიდან, მათ შორის გერმანიიდან, საფრანგეთიდან და იტალიიდან. ასევე მექსიკიდან, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან და სხვა ქვეყნებიდან.
რობერტ რიშს პეტერბურგში გამართულ ფორუმზე დასწრების აფიშირება არ სურდა, თუმცა რადიო თავისუფლების რუსულმა სამსახურმა დაადგინა და საჯარო გახადა ის ფაქტი, რომ გერმანელი ულტრამემარჯვენე ამ თავყრილობაში მონაწილეობდა.
ინფორმაციის გავრცელების შემდეგ რიში მწვავედ გააკრიტიკეს გერმანელმა ქრისტიან-დემოკრატებმა და „მწვანეებმა“. პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ განაცხადა, რომ რობერტ რიშმა ფრაქციის სხდომის გაცდენა პირადი მიზეზით ახსნა, მაგრამ როგორც გაირკვა, პარტია შეცდომაში შეიყვანა, ფორუმში პარტიის თანხმობის გარეშე მონაწილეობდა და როცა ეს გამოაშკარავდა, სინანულიც კი არ გამოუთქვამს.
ასევე ნახეთ გერმანიის პარლამენტმა იმუნიტეტი მოუხსნა კიდევ ერთ ულტრამემარჯვენე დეპუტატს